მიქაუტაძე "აიაქსს" ზამთარში დატოვებს - "მეცი" და "ლიონი" საქმეში არიან

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძეს ამსტერდამის "აიაქსში" კარგი დრო ნამდვილად არ უდგას, ჯერ სათამაშო დროს საერთოდ ვერ იღებდა, ახლა კი თავის პოზიციაზე არ თამაშობს და 10-იანზე უწევს ასპარეზობა, რაც მისთვის კომფორტული სულაც არაა.

ფრანგული ferveurlyonnaise-ის ცნობით, ქართველი ფორვარდის სამსახურით "მეცი" და "ლიონი" ინტერესდებიან. 

აქამდე ვიცოდით, რომ მიქაუტაძის დაბრუნება ყოფილ გუნდს, "მეცს" სურდა, ახლა კი საქმეში მძიმე მდგომარეობაში მყოფი "ლიონიც" ჩაერთო. მოგეხსენებათ, ორივე გუნდი ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძვის. 

ამრიგად, როგორც ჩანს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველ ფორვარდს გუნდის ხელახალი შერჩევა მოუწევს. "მეცი" მზადაა
ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს, "ლიონი" კი გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. Transfermarkt-ზე გიორგის ღირებულება 10 მილიონი ევროა. 

alt"თამაში 10-იანის პოზიციაზეც შეუძლია" - "აიაქსის" მწვრთნელმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 8 /
მეცს თუ ფული აქვს,მან უნდა გამოისყიდოს,მიქაუტაძე.ტრანსფერმარკეტზე,10 მილიონი ღირსო.16-ად გაყიდეს და 10-ად თუ გამოისყიდეს,6 მილიონი სუფთა მოგებად დარჩებათ და რაკი გიორგი აუცილებლად ათამაშდება,მეცში,მეორედაც მომგებიანად გაყიდის.აიაქსის ხელმძღვანელობა კი,ინანებს,საკუთარ საქციელს და ფინანსურად დაზარალდება.პირველად მეცშიც წარუმატებლად მივიდა.პირველ ტურში,1 წუთი ათამაშეს და რაკი ამ დროში გოლი,მას დაბრალდა,კვლავ სერენში დააბრუნეს,სადაც გაიბრწყინა და კვლავ მეცში დაბრუნებულმა,მის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში,ლომის წილი დაიდო.
სოსო
12:50 14-11-2023
2
მეცი არა და ლიონში უნდა გადავიდეს
10

სიახლეები პოპულარული