მამარდაშვილის მორიგი აღიარება - ქართველი მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებშია

AutoSharing Option
Transfermarket-მა მათი ვერსიით მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებული მეკარის სია გამოაქვეყნა, სადაც "ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების კიპერი გიორგი მამარდაშვილი 30 მილიონი ევროს ღირებულების შეფასებით მე-13 ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ 1-დან მე-4 პოზიციების ჩათვლით ოთხივე გოლკიპერს ერთი და იგივე სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევრო აქვთ, ესენი კი მაიკ მენიო, დიეგო კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა და ტიბო კურტუა არიან, ხუთეულს კი 40 მილიონით ედერსონი ხურავს.

მამარდაშვილი წინ არის ისეთ მეკარეებზე, როგორებიც რობერტ სანჩესი, ემილიანო მარტინესი, უნაი სიმონი, ჯორდან პიკფორდი, ივან მელიე, ლუიჯი ვიკარიო და
სხვა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მამარდაშვილის კრიტიკოსებო: შეგირცხვათ ულვაში!
5
ნაპოლეონ სამწუხაროდ არ დაბეჭდავენ იმას,რასაც მაგ სიტყვებისთვის იმსახურებ.
ნუკრი
19:43 15-11-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული