მამარდაშვილის მორიგი აღიარება - ქართველი მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებშია

AutoSharing Option
Transfermarket-მა მათი ვერსიით მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებული მეკარის სია გამოაქვეყნა, სადაც "ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების კიპერი გიორგი მამარდაშვილი 30 მილიონი ევროს ღირებულების შეფასებით მე-13 ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ 1-დან მე-4 პოზიციების ჩათვლით ოთხივე გოლკიპერს ერთი და იგივე სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევრო აქვთ, ესენი კი მაიკ მენიო, დიეგო კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა და ტიბო კურტუა არიან, ხუთეულს კი 40 მილიონით ედერსონი ხურავს.

მამარდაშვილი წინ არის ისეთ მეკარეებზე, როგორებიც რობერტ სანჩესი, ემილიანო მარტინესი, უნაი სიმონი, ჯორდან პიკფორდი, ივან მელიე, ლუიჯი ვიკარიო და
სხვა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა გინდად ამ ბიჭისგან რას ერჩით ფეხბურთის პროფესორები იძახიან მაგარი მეკარე არისო და ვინც ესედ რაღაც აუტანელად წერენ ცოტა არ იყოს უბრალოდ არ აღიქვამენ ნორმალურ ,ბოროტისსულ ადამიანებად ვინც ესე ლაპარაკობს ამ პატარა ბიჭზე.თუ რამე პირადი ინტერესები გაქვდ ცალკე მიწერე და ხალხს ნუ დააცინინებდ თავებს პროსტო ტეხავს ნუთუ ხარდ ბოროტული აზრებიდ დახუნძლული სიყვარული ისწავლედ და ადამიანის დაფასება და პატიოსნება ფეხბურთია ხან მაგრად ითამაშებ ხან არ წაგივა თამაში ზუსტად იმ რიალთან ერთი ექვსი თვის უკან არ დაანახა ხალხს რომ მაგარი ბიჭია? ესე ადამიანის დაცინვა არ შეიძლება შური ამოიღედ თავიდან და ადამიანების დაფასება ისწავლედ ესე ჯობია
დდდ
11:46 16-11-2023
3
კურტუა 45 და მამარდა 30, რაღაც რეალობას აცდენილი ციფრებია
მამუკა
00:11 16-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული