"მაცარი "კვარაშოუს" ყურადღებით აკვირდებოდა - იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
გუშინ, 16 ნოემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი 2:2 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლის შესრულება მოახერხა. "კვარას" შესახებ იტალიური გამოცემა Areanapoli წერს და აღნიშნავს, რომ ამ მატჩს "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ყურადღებით აკვირდებოდა.

"ვალტერ მაცარი საქართველოსა და შოტლანდიის მატჩს ყურადღებით უყურებდა და სავარაუდოდ, გარკვეული დასკვნებიც გააკეთა. მართალია, შუა სეზონში გუნდის ახალ ტაქტიკაზე გადაწყობა გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა 3-5-2 სქემაში კვარაცხელიას ცენტრფორვარდად მოსინჯვა, შესაძლოა, "პარტენოპეის" გაუმჯობესების მთავარი გასაღები გახდეს. ვნახოთ, მიიღებს
თუ არა ამ გადაწყვეტილებას მაცარი სანაკრებო შესვენების შემდეგ", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს 25 ნოემბერს, "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხვიჩას საფეხბურთო ტალანტი მას მართალია საშუალებას აძლევს თავდასხმაში ყველგან კარგად ითამაშოს, აქ საქმე იმაშია, სად არის მისი საუკეთესო ადგილი. არამგონია ეს ცენტრფორვარდის პოზიცია იყოს. ცენტრფორვარდი ერთი შეხების მოთამაშეა, ბურთთან ხანმოკლე კონტაქტის ფეხბურთელი. შეხედეთ ჰალანდს, ოსიმენს, რონალდოს მას შემდეგ რაც ცენტრფორვარდად დადგა.
არტ
11:08 18-11-2023
1
ერთ-ერთი პირველი გოლი ხვიჩამ თავით გაიტანა!!!
გიო
06:40 18-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული