Corriere dello Sport: სამი ევროპული გრანდი ხვიჩას ტრანსფერით ინტერესდება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი იტალიურ მედიაში კვლავ განხილვის საგანია. მოგეხსენებათ, ქართველის ანაზღაურება წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონ ევროს შეადგენს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, თუ მალე "ნაპოლი" ქართველს გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას არ შესთავაზებს, სამი ევროპული გრანდი მის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს.

გამოცემის ინფორმაციით, "კვარას" გადაბირებით მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და "ბაიერნი" ინტერესდებიან.

"კვარაცხელია ფანტასტიკურად თამაშს აგრძელებს. ის არის "მოქანდაკე", რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მისი ხელფასი ყოველწლიურად 1.2 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მუდმივად განხილვის თემაა.

მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობას გასულ ზაფხულს გეგმავდნენ, მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს,
თუ ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ შედგება, საქმეში "ბაიერნი", მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ჩაერთვებიან", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ნებისმიერ გრანდში ითამაშებს კვარა..მაგრამ ბაიერნი არა რა..ხისტია ბუნდესლიგა..რეალში ვინისიუს და დიასს ნამდვილად ამოაგდებს..ჩემის აზრით როდრიგო კვარა და ბელინგემი მსოფლიოს საუკეთესო სამეულია დღეს..ან სიტი..გვარდიოლა და კვარა ფანტასტიური იქნება..ყველა ვარიანტში წარმატებები ჩვენს არწივს
კიეზა
18:45 22-11-2023
0
ლევი წავა და სხვა მოვა ტურფასა ბარსელონასა visca Barsa
სოლომონი
00:12 21-11-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული