Corriere dello Sport: სამი ევროპული გრანდი ხვიჩას ტრანსფერით ინტერესდება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი იტალიურ მედიაში კვლავ განხილვის საგანია. მოგეხსენებათ, ქართველის ანაზღაურება წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონ ევროს შეადგენს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, თუ მალე "ნაპოლი" ქართველს გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას არ შესთავაზებს, სამი ევროპული გრანდი მის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს.

გამოცემის ინფორმაციით, "კვარას" გადაბირებით მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და "ბაიერნი" ინტერესდებიან.

"კვარაცხელია ფანტასტიკურად თამაშს აგრძელებს. ის არის "მოქანდაკე", რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მისი ხელფასი ყოველწლიურად 1.2 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მუდმივად განხილვის თემაა.

მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობას გასულ ზაფხულს გეგმავდნენ, მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს,
თუ ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ შედგება, საქმეში "ბაიერნი", მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ჩაერთვებიან", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
დროა ლავრენტას მარწუხებს გამოექცე! შანსი ერთხელ მოდი ხოლმე ცხოვრებაში!
მწვრთნელი
15:14 20-11-2023
2
კარგი იქნება თუ ხვიჩა ნაპოლის არაფერზე აღარ შეუთანხმდება და წლის ბოლოს რომელიმე გრანდში გადავა. ხვიჩა ნაპოლისთვის აშკარად გადაიზარდა და თუ იქ დარჩება, ისე ვეღარ განვითარდება, როგორც ლივერპულში ან ბარსელონაში
მამუკა
15:37 20-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული