არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
ფედერაციიდან რომ დიდიან-პატარიანად გასაყრელია ყველა, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ჟურნალისტებო - რა ნამუსით იღებთ საერთოდ ხმას? მთელი დღე რომ ნაცარს აყრიდით ხალხს, წესდების წაკითხვა (სულ ორი პუნქტია, სადაც ამის შესახებ წერია) რომ ასეთი პრობლემაა და ყველა ერთიმეორისგან რომ იწერდა სტატიებს და ერთსა და იგივეს აქვეყნებდა, ამას რა ვუყოთ? ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი და ყველა, ვისაც ეს ეხებოდა, დამნაშავეა. მაგრამ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ერთმა ჟურნალისტმა მაინც დასვა კითხვა, ხვიჩას რომ ათამაშებთ და ყვითელი მიიღოს, მერე რას აპირებთო?

საშინელი არაპროფესიონალიზმია სამწუხაროდ ყველა სფეროში ჩაბუდებული და ესაა ყველა პრობლემის თავი და თავი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი...
დათა თუთაშხია
20 ნოემბერი 2023 23:32
1
როგორც იქნა ძლივს ვიღაცამ ხმა ამოიღო. როდემდე უნდა ეწირებოდეს ქართული ფეხბურთი ფედერაციის დაუდევრობას? მადლობა ახალგაზრდავ, იმედი მაქვს, ძველი თაობის წარმომადგენლებიც მოგბაძავენ და ასეთ მნიშვნელოვან დროს, დუმილს არ ამჯობინებენ!
როგორც იქნა!
20 ნოემბერი 2023 23:14
3
ამასაც თუ გავატარებთ და პასუხს არ მოვთხოვთ ქართველი ხალხი ფედერაციას მაშინ მართლა ყველაფრის ღირსები ვყოფილვართ.
ბიჭოოოოო , სადა ბანაობთ ოეეეეეეეეეეე.
მე უნდა მეფიქრა უეფას წესდებაზე და ხვიჩას ბარათზე?
უვიცი მუჯირი პოსტ ფაქტუმ რომ აკეთებს განცხადებას ეს უკვე შეთქმულებაა ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ.
გასდით და აკეთებენ!
კიდევ ერთხელ ვიძახი:
ეს თუ ოფიციალურად დადასტურდა და ხვიჩა ამათი დაუდევრობით გამოგვაკლდა, ყველანი ფრდერაციასთან და ეს ამათი დასასრულის დასაწყისი უნდა იყოს
ირაკლი
20 ნოემბერი 2023 23:09
6
სპორტალის რედაქციავ, თქვენ თუ ეს კომენტარი არ გამოაქვეყნოთ, მაშინ თქვენ იყოთ პუტინის მონები!
"მივმართავ ფეხბურთის ფედერაციის უფროსობას, კერძოდ: ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს, დავით მუჯირს, კახა ჭუმბურიძეს და სხვა დანარჩენებს:
ფურთხის ღირსები ხართ იმისთვის, რასაც თქვენი გუნდი ჩვენ, პატრიოტ ქომაგებს, შეგნებულად თუ შეუგნებლად გვიკეთებთ! რომ არაფერი ვთქვათ 2020 წელს მაკედონიასთან თამაშზე ხალხის თამაშგარეში დატოვებაზე (როდესაც თითიც არ გაატოკეთ ქომაგთა თუნდაც მცირე ნაწილი რომ დასწრებოდა ამ ისტორიულ მატჩს, ხოლო თავად ურცხვად გამოიჭიმეთ ტრიბუნებზე შვილებთან თუ სხვადასხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად), ამჟამინდელი ისტორიული შანსის განიავების ალბათობა გაზარდეთ, თქვენს ბუნაგში არსებული არაკომპეტენტურობის გამო! ფედერაციის შენობა გაავსეთ საძმაკაცოთი და ყოფილი ფეხბურთელებით (ლევან ცქიტიშვილი, ზაზა ზამთარაძე, ლაშა სალუქვაძე და სხვ.), ხოლო პროფესიონალი და საქმის მცოდნე კადრები დეფიციტური გახადეთ, რის სავალალო შედეგსაც ახლა გულშემატკივრები მწარედ ვიმკით. ჰოდა იცოდეთ, რომ თუკი ხვიჩა კვარაცხელიას პლეი-ოფის ნახევარფინალში დისკვალიფიკაცია საბედისწერო აღმოჩნდება ჩვენი ეროვნული გუნდისთვის, მომდევნო დღეები ასევე საბედისწერო იქნება თქვენთვის, ვინაიდან მრავალრიცხოვანი ქართველი გულშემატკივრის რისხვას ვერანაირად ვერ გაექცევით და უმკაცრეს პასუხს აგებთ გამოჩენილი გულგრილობისთვის!!!
P.ს. დღეს ერთადერთი სწორი ქმედება თქვენი მხრიდან იქნება გამოხვიდეთ და საჯაროდ ბოდიში მოუხადოთ ნაკრების ქომაგ მრავალათასიან არმიას, ასევე შეპირდეთ რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა მარტის თამაშებამდე სანაკრებო ატმოსფერო საუკეთესო დონეზე იყოს მომზადებული
სიმართლე
21 ნოემბერი 2023 14:33
7
მაგარი კომენტარებია მოკლედ :)) ლუქსემბურგისთვის ხვიჩას გარეშე მოგება არ მოგებაზე არ არის ხალხო აქ საუბარი, უპასუხისმგებლობაზეა, რომელიც მთელს ქვეყანაში და მათ შორის ფედერაციაშია გამეფებული. შეიძლება შეხვდე ლუქსემბურგზე მაღალი დონის ნაკრებს ხვიაჩას გარეშეც, მოხდეს შემთხვევა და მოიგო, მაგაზე არ არის, მაგრამ ხვიჩასთან ერთად ნაკრები ის აღარ იქნება, რაც არის. ანუ შანსები მცირდება. როცა საუბარი ასეთ გადამწყვეტ თამაშზე და შანსზე, რომელიც შეიძლება ათწლეულები აღარ მოგვეცეს და ამ დროს არაპროფესიონალიზმის გამო შეიძლება დაიკარგოს, ამაზეა გაბრაზებული ხალხი. ითამაშებდა ხვიჩა? წავაგებდით, ვიტყოდით რომ ვერ გავედით, მაგრამ არ თამაშობს, წავაგებთ და რა თქმა უნდა ხვიაჩას არყოფნასაც მიეწერება. ღმერთმა ქნას მოვიგოთ მაგრამ შანსები გვიმცირდება და ამაზე თავის დროზე უნდა ეფიქრათ ამ უტვინოებს, მაგრამ მე პირადად არ მიკვირს, რატომ უნდა იყოს რომელიმე ერთი სფერო თუნდაც ფეხბურთი მოწესრიგებული მაშინ როცა ყველგან დომხალია. აბსურდია ეს.
LL
21 ნოემბერი 2023 12:07
3
ფეხბურთის მცოდნე ,,გ ო გ ე ბ ა შ ვ ი ლ ე ბ ო " , ეს თქვენთვის იყო არაფრის მომცემი მატჩი , მაგრამ თვითონ ხ ვ ი ჩ ა ს შეეკითხეთ? მისი აზრი არ გაინტერესებთ? გოლი რომელიც მან გაიტანა ,არც ერთ ე ს პ ა ნ ე ლ ს არ დაავიწყდება!ამ გოლმა შეიძლება დიდი როლი ითამაშოს ამ ბიჭის მომავალ ესპანურ საფეხბურთო კარიერაში! რომელზეც ის ბავშვობიდან ოცნებობს!(ითამაშოს მადრიდის რეალში!), რაც შეუსრულდება კიდეც!
რაც შეეხება ეს თქვენი ც რ უ პატრიოტიზმი სხვა საქმისათვის შეინახეთ.. (მიხვდით ალბათ რისთვის)..
მამუკა
21 ნოემბერი 2023 13:05
12
საქართველოს ნაკრები ხვიჩას გარეშე არის კვიპროსი 2
მერაბი
21 ნოემბერი 2023 01:55
8
რა ენაღვლებათ რა, ვინმე პასუხს მოსთხოვს, ერთ ადგილს აწევს ეს მოსახლეობა ფედერაციასთან მივა რამეს გააპროტესტებს თუ რა არც არაფერი. რასაც ვიმსახურებთ ხალხი ისინი მართას ყველა სფეროს.
ეეე
21 ნოემბერი 2023 01:51
1
ფეხბურთელებმა და ჟურნალისტებმა უნდა ამოიღონ ხმა. ესპანეთის ფედერაციის შეფი სიხარულისგან კოცნაზე გააგდეს და ესენი ამდენი ხალხის იმედს წლებია სექსს უტარებენ და ამოიღეთ ხმა. ლუქსემბურგი ყაზახეთი მოლდოვა ბოლო ტურამდე იბრძვიან ალბანეთი გავიდა წელი არაა თუ ჩემპიონთა ლიგაზე არა უეფას ლიგაზე სულ არიან აზერბაიჯანული სომხური ყაზახური მოლდოვური კოსივოდან და მალტური დაჟე. და ესეიგი რაღაც ჩვენთან კეთდება არასწორად აღარ ქვია ამას იმენა საშინლად და თან ვითომც არაფერი არავინ არ იცვლება და პირიქით უალტერნატივო გახდნენ და აქეთ გონორზე არიან და ხმა ამოუღეთ ვისაც გეხებათ ეს ყველა გიყიდეს??????
Martali
21 ნოემბერი 2023 00:18
2
გვითხრეს ჩვენ წლების წინ რო ერთი დიდი სოფელი ვართ და დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდესო. ხო ყველას გახსოვთ?
a a
21 ნოემბერი 2023 00:38
2
ესეთია არაპფოფესიონალიზმია ყველგან ჩვენ ქვეყანაში
გიორგი
20 ნოემბერი 2023 23:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული