არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
რომელს აქვს რამე განათლება მიღებული ან საერთოდ რაიმე წიგნი წაკითხული ფედერაციაში რო ზიან კობიაშვილით დაწყებული მუჯირ,დემეტრაძე,იაშვილი და ა.შ.უსაქმურ უცოდინრების დოღი რო აქვთ ფედერაციაში და ხელფასებს 5 ნიშნას რო იღებენ,ადგნენ და გადადგნენ ყველანი.ზუსტად 2015 წელს წერდა ასეთ საკითხზე კობიაშვილი მაშინდელ ფედერაციის ხელმძღვანელებზე რომ ბოდიში მოუხადონ ქომაგებს და წავიდნენ თანამდებობებიდანო.ჰა გელოდებით კობიაშვილო აბა რას იზავ ახლა?
დათო
21 ნოემბერი 2023 11:17
7
დათო! ხვიჩა კვარაცხელიამაც, მოუხადოს ბოდიში ქომაგებს!
დათოს.
21 ნოემბერი 2023 11:39
6
გამოვიდეს და თქვას ამდენ ყვითელს რატო იღებს? თავდამსხმელია თუ მცველია ვერ გავიგე..
აქაური
20 ნოემბერი 2023 23:04
6
და მერე დავგეგმოთ რაიმე ან პეტიცია ან რავიცი როგორც ხდება, ვადამდელი არჩევნებისთვის რომ წავიდნენ ესენი თორემ გეუბნებით, ზედ მატჩის წინ ჩაკვეს ტრავმას და მამარდას გრიპს გამოგვიცხობენ!
რუსთავი
20 ნოემბერი 2023 23:53
3
ამას ვამბობდი,ყველა შეთანხმებულია რო წარმატება არ გვქონდეს და პრაფესორი ხარო,ხოდა ახლა რას იტყვით? არაფრის მომცემ თამაშებში,შენგელიამ მხარი ამოიგდო და ხვიჩამ ყვითლების ლიმიტი გაავსო,ხოდა ეს ვისი ბრალია? ფედერაციის? სამწვრთნელო შტაბის თუ ფეხბურთელების? მე გეტყვით,ყველას ბრალია და დავამატებდი,გულშემატკივრის ბრალიც არის. კობიაშვილო წადი და გამოიბი სანიოლი რა
იასონას უდარი
20 ნოემბერი 2023 23:00
2
საერთოდ თუ ასეთი რისკი არსებობდა ხომ შეიძლებოდა ესპანეთამდე მიეღო ბოლო ყვითელი და ესპანეთთან გამოეტოვებინა შეხვედრა. ისე კვარაცხელიას გარეშე თუ ლუქსემბურგს ვერ ვუგებთ თანაც სახლშივთამაშობთ, საერთოდ რა გვინდა ევროპის ჩემპიონატზე?
David
21 ნოემბერი 2023 16:23
1
იმედი მაქვს ქართველი ჟურნალისტები ყველანი ერთიან განცხადებას შემოგვთავაზებენ. ფაქტია, ეს ყველაფერი გიორგიმ დაიწყო, დასაფასებელია, დანარჩენი გამოჩნდება...
არტეტას ფანკლუბი
20 ნოემბერი 2023 23:52
1
ვიმეორებ,ხვიჩას ვენაცვალე,მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება,რომ ბოლო ორ თამაშში თითქოს თვითონ ეძებდა შარს,ეძებდა ყვითელს.რატომ?ეს იცის მხოლოდ მან.ასეთი აგრესიული ,მსაჯებთნ მოკამათე ხვიჩა პირველად ვნახე,ალბათ თქვენც.ფედერაცია გასაშვებია სანიოლი რომ მოიყვანა მარტო იმიტომ,მაგრამ სანიოლის თავისი თავი არ აბია?რატომ არ დაიზღვია თავი და არ გაიყვანა?ხვიჩას უნდა ეთამაშა ესპანეთთან,გვასახელა,მაგრამ ცოტა თავი რომ მოეთოკა არაფერი მოხდებოდა.ვიცით,რომ ფეხბურთი ემოციური თამაშია,მაგრამ მესის არა აქ ემოციები,ზიდანს არ ჰქონდა?გინახიათ ისინი ასეთი აგრესიულები?მე არ მახსოვს ასეთი.ესა ობიექტურობა.
მირო
21 ნოემბერი 2023 20:17
1
ზიდანმა არ იყო მატერაცის თავი რომ უთავაზა ფინალში და გააძევეს?
ირაკლი
21 ნოემბერი 2023 20:56
1
მთელი მსოფლიოა დამნაშავეა და მარტო ხვიჩაა "მამა აბრაამის, უცოდველი ბატკანი"? თავი და თავი ხვიჩაა დამნაშავე! რას ედავებოდა მსაჯს? რა არ იცოდა რო ყვითელს აიკიდებდა? გეყოთ უკვე ეს კერპტთაყვანობა და გაფეტიშება ხვიჩასი! ან რა ლაპარაკია თუ ხვიჩა არ იქნება წავაგებთ, ასე ხო ამცირებთ სხვა ფეხბურთელებს? დაფიქრდით და დადინჯდით, თორე უკვე მაგარ მარაზმში ხართ გადასულები!
სირცხვილია, უკვე თქვენი კომენტარები!
21 ნოემბერი 2023 18:23
7
გეთანხმები მეგობარო! მეც არ მომწონს როცა სხვა ფეხბურთელებს (არა ნაკლებ ნიჭიერებს) ნებსით თუ უნებლიეთ შეურაცყოფას აყენებენ. თუ ერთ კაცზე ვართ ჩამოკიდებულები, მაშინ ნამდვილად ცუდად გქვონია საქმე და ეგ არის რა? რა ნაკლები ფეხბურთელები არიან დანარჩენები? სიმართლე გითხრათ ხვიჩა იქნება თუ არა, ბიჭები უფრო მონდომებითაც ითამაშებენ და უფრო მეტადაც გამოავლენენ თავიანთ პოტენციალსაც. წარმატებები ბიჭებს!
სირცხვილია თქვენი კომენტარების ავტორს!
21 ნოემბერი 2023 19:06
5
პირველ ნაწილში გეთანხმები, ფეხბურთელმა თავადაც უნდა იცოდეს, რომ ერთი ბარათიც და ლიმიტი ევსება და ელემენტარულად კითხვა მაინც უნდა გაუჩნდეს, ხომ არ გადავა დისკვალიფიკაცია პლეი-ოფზე. მეტისმეტიც მოდიოდა კამათში, ლიმიტს თავი რომ დავანებოთ და მე თუ მკითხავთ, ერთხელ უხეში თამაშისთვისაც ხვდებოდა ბარათი. მეორე ნაწილში კი მწარე რეალობის წინააღმდეგ მიდიხარ - ძლიერი გუნდია ლუქსემბურგი, წავაგებთ ხვიჩას გარეშე. ეს არაა სხვა ფეხბურთელების დაკნინება, ეს მწარე რეალობაა.
ქომაგი
21 ნოემბერი 2023 19:09
3
ფედერაციაში,რომ ბრიყვები, უცოდინარები სხედან გასაგებია და თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გააპრავებენ ფაქტია,მაგრამ შენ კვარაცხელია,რომ ხარ და იცი ნაკრები სრულად შენზეა აკინძული, ხარ ნახევარი გუნდი კი არა...ფაქტიურად ნაკრები, არაფრისმომცემ თამაშებში რა საჭიროა ასე გამომწვევად თამაში და ფაქტიურად მსაჯების პროვოცირება. რა აუცილებელებრობას წარმოადგენდა შოტლანდიასთან აუტის ხაზთან მიღებული ბარათი, ან გაუთავებელი მსაჯებთან კამათი ესპანეთში.....ხოდა მივიღეთ ის რაც მივიღეთ....მისი არ თამაში ფსიქოლოგიურადაც ძალიან ცუდია გუნდისთვის. დაგვაღალატა ისევ ჩვენ ქართველი ქომაგი, სავარაუდოთ ისევ ჩვენ დავრჩებით იმედგაცრუებული და გაძარცვულნი როგორც ახალგაზრდულის თამაშის შემდეგ ისრაელთან, თორემ კვარამ არაფერი დაკარგა ამ თამაშებით-პირიქით, სამი გოლი გაიტანა და მიუხედავათ იმისა ვერც ერთი ვერ მოვიგეთ, გაუგებარია ხალხი ერთმანეთს რატომ ულოცავდა 1-3 წაგებას, არავის ახსოვდა ჯგუფში ისევ ბოლოდან მე-2 ადგილზე,რომ გავედით, მხოლოდ ბოლო ადგილოსანს მოვუგეთ და ჯგუფის გამარჯვებულთან 2-10 წავაგეთ, გამოდის, მთავარი კვარას გატანილი გოლებია და არა შედეგი ნაკრების....აი ეს ხალხი ხბოს აღტაცებით, რომ უხარიათ კვარას გოლები, დააღალატა ამ ბიჭმა და ფედერაციამ....იქნებ კარგიც არის და ღირსებიც ვართთ......რადგანაც კვარას ტალანტი და მისი გოლები ხომ მაშველი რგოლია, ქართველი საფეხბურთო მამების... გაუტანა კვარამ ესპანეთს და ვისღა ახსოვს 1-3 წაგება, ფეხბურთის განვითარებისთვის ყოველწლიურად გაფანტული ბიუჯეტის მილიონები, ევროტურნირების გარეშე დარჩენილი,გაკოტრებული ქართული კლუბები და ნაკრების ტრადიციული ბოლოდან მე-2 ადგილი....მთავარი ხომ კვარას გოლები,ოსიმენასთვის მიცემული პასები და მარიო ლუის ლანძღა- გინებაა კვარას პასებს, რომ არ აძლევს....
SOSO
21 ნოემბერი 2023 10:44
2
ეს კვარაცხელიას და მწვრთნელის ბრალია რამდენი შეხვედრაა კვარა მსაჯებს ეპასუხება ყვითელი უნდა მიეცათ ნუთუ მცვრთნელი არ ეუბნება რო ბარათი არ უნდა მიეგო? მაურინიო გამახსენდა რამოს რო უთხრა ბარათი მიიგეო
დავით
20 ნოემბერი 2023 22:59
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული