არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
ყველა დამნაშავეა.. ფედერაცია, რომელმაც არ იცოდა რა სანქცია ელოდა ფეხბურთელს, მწვრთნელი რომელმაც ბოლო 20 წუთში არ შეცვალა კვარაცხელია და თვითონ ხვიჩა, რომელმაც გაუმართლებელი ჯაჯღანით ძალით აიკიდა გაფრთხილება.. მოკლედ სრული ბარდაგი და უპასუხისმგებლობა
papai
21 ნოემბერი 2023 10:54
0
აღარ ვიცი უკვე ვიცინო თუ ვიტირო!!
ბექა
20 ნოემბერი 2023 23:33
0
ფედერაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ პასუხი არაფერზე მოეთხოვებათ და შესაბამისადაც იქცევიან, - აქ სადაოს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ უკავრავად.... რას ნიშნავს არაფრისმომცემი მატჩი?!... ეს არათუ მცდარი მოსაზრებაა, არამედ - ცალსახად მავნებლურიც... არაფრისმომცემი იყო ტაილანდთან და კუნძულოვან სენტ-კიტსი და ნევილსი თუ ჯანდაბა, სად გამოძებნეს?!... როგორ შეიძლება, შენზე ბევრად ძლიერ გუნდთან ესპანეთთან ან თუნდაც შოტლანდიასთან მატჩი არაფრისმომცემი იყოს?!... აბა, ვისთან და ვისგან უნდა ვისწავლოთ?!... მაშინ რა ოხრობა გვინდა B ლიგაში, ვერ ვეგდეთ D-ში?!... ჩვენი რაგბისტები გმუდმებით იმას ჩივიან და სამართლიანადაც, რომ ძლიერ გუნდებთან თამაშებს წლობით უცდიან და ამიტომაც ვეღარ იზრდებიან და ფეხბურთში უკუღმაა ყველაფერი?!...
ვოოტ
22 ნოემბერი 2023 00:06
1
ვინც ხვიჩას ადანაშაულებს ყვითელი ბარათის მიღებაში, ის უბრალოდ უვიცია და ყეყეჩი. ფეხბურთ ემოციური თამაშია და ამირან არავინაა დაზღვეული. მსაჯებს ეკამათებაო უკვირთ. თქვენ ქოცი ნაცი და მათი მომხრეები ვერ დაგაწყნარეს მთელმა ევროპამ და ეს გიკვირთ? ვერ ხვდებით თუ ვის უნდა გაეფრთხილებინა, უფრო სწორად არ უნდა ეთამაშებინა?? ბიჭმა 5 გოლი გაიტანა ორ მატჩში, მეტი რაღა გინდათ, ეგეც ტაილანდი და მონღოლეთი ხომ არაა.? ისე იფხორებიან ზოგიერთები თითქოს თავიანთ საქმეში ვუნდერკინდები იყვნენ. ფედერაციაზე ნაკლებად იღებენ ხმას, ყველაფერი ხვიჩას ბრალი ყოფილა. ჩემთვის ესეც გასაგებია ქოცთა ბანდა იკრიბება ხშირად აქ და ამიტომ. ნაცი არ დამიძახოთ, თორემ ყვეელას გაგინებთ
დავით 67
21 ნოემბერი 2023 19:32
3
3გოლი
დავით 67
21 ნოემბერი 2023 19:51
1
ხვიჩას ბრალიაო)))ფედერაცია არაფერი ხო
არა რაა ნაცი და ქოცი ადინ ხუია
გურჯი
21 ნოემბერი 2023 12:42
7
ბიჭო, შენ ძალიან ხომ არ გაუბერეეე?
გურჯი ხუიას!
21 ნოემბერი 2023 13:16
11
რაო ბიჭუნა რომელი აგეწვა?))
გურჯი
21 ნოემბერი 2023 20:26
1
ვაისი მაკედონიასთან წაგების შემდეგ გაუშ ვეს. ახლა სანიოლის გაშვების შანსიც მოგვეცემა.
ქ. გ.
21 ნოემბერი 2023 03:14
3
თუ მაინც, წინა თამაშში უნდა აეკიდებინა და ესპანეთს გამოტოვებდა და გასუფთავდებოდა! ისე მაგ პოზიციაზე 3 ბარათი ერთ წრეში ნამეტანია!!!
ნიკოლოზი
21 ნოემბერი 2023 12:50
2
ხვიჩას ყვითელ ბარათზე, ყველა დამნაშავეა (თვით პუტინიც კი) გარდა თვითონ ხვიჩასი არა? ერთადერთი ვინც დამნაშავეა, ეს არის თვითონვე, ხვიჩა კვარაცხელია! ნუ მიედ-მოედებით დამნაშავის ძებნას და სხვაზე გადაბრალებას!
ლაშა
21 ნოემბერი 2023 12:39
13
ხვიჩამ იცოდა რო სულ რო წითელი მიეღო პლეიოფის მატჩს არ ეხებოდა.. გიჟი კი არაა ძალით გამოეტოვებინა ყველაზე მბიშვნელოვანი თამაში.. საერთოდ არ უნდა ეთამაშა არც შოტლანდიასთან და არც ესპანეთთან..
Vito
21 ნოემბერი 2023 13:08
7
კობახიძე ხომ კარგად იყო 2020-ში სტადიონზე ? მთელი ფედერაცია უნდა გადადგეს
გიგა
21 ნოემბერი 2023 11:36
5
კი კაცო, სულ შენს ჭკუაზე ივლის ფედერაცია არა? კაი რა ნუ გვაცინებთ!
დათოს
21 ნოემბერი 2023 11:42
6
არ იცოდა ორი გაფრთხილება რომ ჰქონდა?
ამ ფედერაციის დამცველს ათი თავი უნდა ჰქონდეს ერთი რომ შერჩეს, მაგრამ მსაჯთან უაზრო და გაუთავებელი კამათი ფედერაციის ბრალია???
სამწუხაროდ, უკვე მეორე უმნიშვნელოვანეს მატჩში ხვიჩა ვერ გვეხმარება, არაფერს ვამბობ ახალგაზრდულზე.
mamuka09ze
21 ნოემბერი 2023 10:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული