არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
ერთა ლიგის ნახევარფინალში რომ მიეღო ხვიჩას ყვითელი ბარათი? თან ფინალში გასვლის შემთხვევაში? ხომ გამოტოვებდა კიდევ უფრო მნიშვნელოვან თამაშს! საბოლოო ჯამში რაც მოხდა, მოხდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩვენთვის.
Gio
21 ნოემბერი 2023 00:49
32
არ გადადიოდე ეს 2 ყვითელი ფლეიოფზე,არ გამოტოვებდა.
დათო128
21 ნოემბერი 2023 09:55
1
დავუშვათ და ესპანეთთან არ მიეღო ყვითელი და ნახევარფინალში მიეღო მაშინ ფინალს ხომ გამოტოვებდა ეგ უფრო ცუდი არ იქნებოდა?ისე ხვიჩა ისე იყო აჭრილი შეიძლება წითელიც კი მიეღო მსაჯებთან ჭიჭყინით ვარსკვლავი ვერ გახდები.
სსს
20 ნოემბერი 2023 23:57
20
არც ერთში არ უნდა მიეღო
ნიკა
21 ნოემბერი 2023 00:24
0
Iq nuldeba ar gamotovebda
Tbilis
21 ნოემბერი 2023 00:14
1
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო ამათზეა ნამღერი… მაგრამ რა გუნდია ეს ლუქსემბურგი ესეთი შიშის ზარს რო გვცემს, ხვიჩა კაი იქნებოდა მაგრამ ხვიჩას ფასი რო მოაკლო საქართველოს გუნდს მაინც 2 ჯერ უფრო ძვირადღირებული ფეხბურთელები გვყავს, თან საქართველოში ვთამაშობთ, უნდა მოვიგოთ მაინც, მამარდა იყოს კარში, კიტე იყოს მწყობრში და ჩაკვე ფორმაში და დანარჩენი ყველაფერი ჩვენ მხარესაა, მთავარია ეს 3 ხოდზე იყოს და მოახერხებენ რაღაცას, ლუქსემბურგს მარტო გამოცდილებით უნდა ვაჯობოთ. ხვიჩა რო იყოს ხო კაი მაგრამ რაც მოხდა მოხდა, დუხზე ნუ ვაგდებთ ბიჭებს 1-2 ფეხბურთელი ყავს ლუსემბურგს ისიც საშუალო დონის და არაა საჭირო ეს პანიკა. კობიაშვილმა კიდე რაც თქვა იმაზე მიიღოს კაცური გადაწყვეტილება და გაიყოლოს თავისი მოყვანილები.
ABCABC
21 ნოემბერი 2023 20:43
2
ტყუილია ეგ! არ გადადის ყვითელი ბარათები პლეი-ოფში, არც არასდროს არ გადადიოდა. შესაბამისად აქ საინტერესო ისაა, რატომ აგორდა ეს თემა. მე ორი სავარაუდო პასუხი მაქვს: 1. მალე ფედერაციიდან იტყვიან, რომ ძალიან იყოჩაღეს და ხვიჩა ითამაშებს პლეი-ოფს ანუ არაფერშიო დაიწერენ ქულებს, ან 2. ჩვენი არ იყოს, ლუქსემბურგს ისტორიული შანსი აქვს და მთავარი წინაღობა ამ ეტაპზე მათთვის ხვიჩაა. ამასთანავე უმდიდრესი სახელმწიფოა ლუქსემბურგი, ჩვენ კი ის ერი ვართ, რომელიც უსირცხვილოდ ყიდის ყველაფერს.
ქომაგი
21 ნოემბერი 2023 19:04
1
რისთვის ყავს ფედერაციას იურიდიული სამსახური, არ უნდა იცოდეს აღნიშნულმა სამსახურმა ამის შესახებ ყველაფერი, მაგრამ ეს ვინ უნდა აკონტროლოს ფედერაციაში, რა თქმა უნდა ფედერაციის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. ამიტომ სამივეს უნდა მოეთხოვოს მკაცრად პასუხი. ეს უკვე პირველი და საკმაოდ მძიმე შემთხვევაა, აღნიშნული შეხვედრის წინ.
გია
21 ნოემბერი 2023 11:45
3
ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტის წევრია ანუ მთავარ საკანონმდებლო ორგანოს წევრია სადაც კანონები იწერება და მტკიცდება. დანარჩენი თქვენთვის მომინდია......
გია
21 ნოემბერი 2023 12:51
3
მთავარი დამნაშავე მაინც კვარაა. Ვინმემ უნდა უთხრას რომ ამდენი უაზრო კამათი მსაჯებთან არ შეფერის ამ ასაკში. Კაშიამ ან კვეკვემ კიდევ მესმის,მაგრამ კვარამ? Აკეთე შენი საქმე არ ჯობია? კამათით რას მიაღწევ? მაინც არაფერს.
Გაბო
21 ნოემბერი 2023 10:44
3
1. საქართველოს აქვს შანსი გავიდეს და კვარაცხელიას და შენგელიას ( რომელიც მაგარ ფორმაშია, მოწინაღმდეგეს კი სწორედ ფლანგებთან გამკლავება უჭირს) ერთად ემართებათ კოვიდი .
კარგით, შემთხვევითობაა.
2. უეფა გვაძლევს უფლებას ნაწილობრივ დავუშვათ მაყურებელი. არ ვიყენებთ.
კარგით ასეც ხდება
3. ახალგაზრდებს შანსი აქვთ ოლიმპიადაზე თამაშის პირველად ჩვენს ისტორიაში. კვარაცხელია და მიქაუტაძე ( რომელიც ძალიან მაგარ ფორაშია) უარს ამბობენ გუნდში თამაშზე. და თან აქვეყნებენ ზუსტად ერთნაირ ტექსტს. ვისაც გინდათ შეამოწმეთ - სიტყვასიტყვით ერთნაირია.
ერთი ადამიანის დაწერილია - ორი აზრი არ არსებობს.
ნუ შემთხვევითაა ესეც.
4. არაფრისმომცემ თამაშში კვარაცხელია იღებს ყვითელს ძალიან უაზროდ- მსაჯთან გაუთავებელი კამათისათვის - არც არავინ აფრთხილებს წინასწარ, არც თამაშის მიმდინარეობისას მიუთითებს მწვრთნელი რომ თავი შეიკავოს - ამის საშუალება მწვრთნელს ყოველთვის აქვს- დაუძახებს თამაშის რომელიმე შეჩერებისას და მიუთითებს დაწყნარდეს. არ აკეთებს.
ნუ დაავიწყდათ, ხდება ხოლმე.
ნამეტანი ბევრი ხომ არ დაგროვდა ეს "შემთხვევითობები" და "ხდება ხოლმეები"?
და ვთქვათ მაინც მოიგო მომავალი თამაში გუნდმა კვარას გარეშე - ის რაც ზემოთ ჩამოვწერე მნიშვნელიბას დაკარგავს? და ვითომ არც ყოფილა? მართლა ?
ხო და კიდევ, ძალიან სერიოზული ეჭვი მაქვს, რომელიმე საკვანძო ფეხბურთელი დიდი ალბათობით რაღაც მიზეზით გამოაკლდება მომავალ თამაშს. მინდა ვცდებოდე.
არტ
21 ნოემბერი 2023 09:42
1
ბარემ გვითხარი შენი თეორია. რა რაზე მიგვანიშნებს მოყვანილი ფაქტები?
K
21 ნოემბერი 2023 11:50
2
ქართველმა ადამიანმა რომ არ გაიხაროს ასე ებრძვით ხომ?!
ხვიჩას თავისი როლი აქვს, თქვენ თქვენი!
აი შოუ სპიდის დედაც. ნაპოლუს დედაც და მესისის დედაც თუ ქართველი ვერ გაიხარებს!
ანუ
21 ნოემბერი 2023 00:26
6
იურისტი არა ვარ მაგრამ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების რეგლამენტის 54.03-ე მუხლზე, რომელშიც ვკითხულობთ:

„გაფრთხილებები [ყვითელი ბარათები – ], რომლებსაც არ მოჰყვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში ან/და ფინალურ ტურნირში [ევროპის ჩემპიონატზე]“.ამ მუხლის თანახმად ხვიჩას დისკვალიფიკაცია არ ეკუთვნოდა და მე მგონი იურისტებმა უნდა გაარკვიონ რამდენად სამართლიანია უეფას გადაწყვეტილება
გურულო
21 ნოემბერი 2023 12:05
1
გაფრთხილებები [ყვითელი ბარათები – ], რომლებსაც არ მოჰყვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში ან/და ფინალურ ტურნირში - ანუ რომელსაც არ მოჰყვება რაც ნიშნავს იმას რომ 1 ბარათი რომ ქონოდა გაუნულდებოდა და ნახევარფინალში 1 ყვითელი ბარათის მიღების და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში თამაშს შეძლებდა. ჩვენს შემთხვევაში კი მოჰყვა დისკვალიფიკაცია!
ზვიადი
21 ნოემბერი 2023 12:52
0
dato. ეგ წერია გარკვევით???:)):)):))
გურულო
21 ნოემბერი 2023 12:38
0
ყველა გამოხმაურება
ვაისის სახე გახსოვთ მაკედონიასთან მატჩის დაწყებამდე გაყიდული თამაში რომ ეტყობოდა სახეზე, იგივე იქნება სანიოლთანაც.
ნიკა
21 ნოემბერი 2023 10:13
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული