არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
წარმოიდგინეთ შემდეგი:
გავიდა 10 წელი, და ცნობილი გახდა, რომ ამხანაგმა ივანიშვილოვმა რუსეთის დავალების თანახმად ფედერაციას უბრძანა: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არ უნდა გავიდეს!
გამიკვირდება? არა.
თქვენ გაგიკვირდებათ?
ქ. გ.
22 ნოემბერი 2023 18:33
4
ვახ! რა კარგად ახდა ნატვრა, ყველაფერი აეწყო.
ლუქსემბურგს ვერ მოუგებთ და ევროპაზე გაგვედოოო.
ოპაა! ოპაა! მარტო ხვიჩა გვყავს და მორჩა!
ნეტა გუნდმა წააგოს, ნეტა თხაროს ლუქსემბურგმა, თან ისეთი გაგვიდოს, რომ როგორც სპილოს ატმის კურკა.
რაია სიმონ ააა? ხვიჩა არ იქნება და ვაი და ვუი ატეხეთ ხო? თუ მართლა სხვა არავინ გვყავს და რომ არ გვყავს მაგიც ხომ იცით? აბა რა ჯანდაბა გვინდა ევროპაში ააა? ნაკრების მწვრთნელი ამბობს 60 ქაჩავენ, მეტს ვერაო, ისიც დაგვინდო, თვარა ერთ ტაიმის თქმა უნდოდა, პეინციპში ეგრეა, ერთი ტაიმი, მეორეში 10 წუთი და მაგის მერე ყველა მკვდარია.. ესენი არიან ფეხბურთელები? ამათ გულიზა უნდა ვინერვიულოთ ევროპაზე გავლენ, თუ ვერა?
ამათ დედაც, ორი სამი კაცის გარდა, ამათ დედაც და ფედერაციისაც კიდო!!!
უუუხ! რა კარგი იქნებააო ლუქსემბურგმა გაგვიდოოს,
რა მაგრად მოგიხდებათო, უკანალიც გაგიყოოს. უუუუუხ! ლალააა! იმისთანა უნდა გვთხაროს ლუქსემბურგმა, რომ წელიწადი საზამთროს დანახვაც არ გვინდოდეს, არათუ ბურთის! მეტის ღირსები არ ვართ, არაა! ფეხბურთელი 60 წლის მსაჯს რომ გაეკიდება საცემრად და ვერ დაეწევა, ის ფეხბურთელია? იმას გუნდში როგორ გავაჩერებდი, მარააა ეს ხომ თავისუფალი საქართველოა ტოოო!!!.
კ ო მ ბ ლ ე
22 ნოემბერი 2023 01:25
11
ეს არ არის თავისუფალი საქართველო სადაც მწვრთნელს პრეზიდენტს და ფედერეციას ვიღაც სხვა გვინიშნავს. თავისუფალი როცა იქნება საქართველო ვინ გაყროყინებთ მაგას განახებთ
თავისუფალი საქართველო.
22 ნოემბერი 2023 08:02
0
1989 წლის მერე არ დამთავრდა სუკის აგენტის,მოღალატეების პუტინისა და რუსის მონების ძახილი.უკვე მარაზმში გადავედით.ყველამ რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ(კარგად და არა ისე რა),ვისწავლოთ,ვიშრომოთ და უაზროდ არ ვაფრქვიოთ ,,აზრები,, რაღაცა გვეშველებოდა,მაგრამ...
გურულო
21 ნოემბერი 2023 17:40
16
არავის გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ ბოლო 3 თამაშში 3 ყვითელი არ მგონია ნორმალური, რამეს მაინც წყვეტდნენ ეს თამაშები, თან ფსიგოლოგი აიყვანაო ნაკრებმა და რას ასწავლის ნეტა? როგორ უნდა მიიღო ლაპარაკის გამო 3 თამაშში 3 ყვითელი? საღოლ მაგრად უმუშავია, ხვიჩას მართებს ამ საკითხზე მუშაობა აშკარად, ნამეტანი ბევრს ლაპარაკობს მსაჯებთანю
უბრალო ქომაგი
22 ნოემბერი 2023 09:52
0
ძალიან ცუდია რაც მოხდა და დიდი უპასუხისმგებლობა ვინც ყურადღება არ მიაქცია ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ ჩავიციკლებით მომხდარზე და ვკონცერტრირდეთ რეალობაზე, მისიაა შესასრულებელი - უნდა გადავლახოთ ლუქსემბურგის ბარიერი, მჯერა კვარას გარეშეც შეგვიძლია ამის გაკეთება და კვარა დაგვიბრუნდება ფინალში ათმაგად დამუხტული. კარგი იქნება არაბიძის ინტეგრირებაც ნაკრებში.
gionat
22 ნოემბერი 2023 00:16
5
ინტეგრირება თუ იმპლემენტაცია?
დდდ
22 ნოემბერი 2023 00:30
0
ორივე, გამოსაყენებელია აეაბიძია ნიჭიც
gionat
22 ნოემბერი 2023 00:39
0
ასე იქმნება ნაყოფიერი ნიადაგი შეთქმულების თეორიებისთვის. მაკედონიასთან, ახალგაზრდული, ახლა კიდევ. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ თუნდაც ლუქსემბურგს გავცდებით? რომელი გადამწყვეტი მატჩი მოვიგეთ? ერთადერთი კაცი გვყავს გუნდში, ვინც თამაში იცის და, ფოჰორც ყოველთვის, არ გვეყოლება. კვარაცხელიას გარეშე ეს " გუნდი" არავის მომგები არ არის. სამწუხაროდ ჩვენ ვერასდროს ვერ გავალთ ვრრც მსოფლიოზე, ვერც ევროპაზე
Rezo
21 ნოემბერი 2023 23:12
2
ჩვენ კი არა თქვენ. რაც არ უნდა რეალისტი იყო ეგეთი მაზოხისტი არ უნდა იყო. ეგრე წყევლი შენ ქვეყანას, ხოდა იცოდე როცა საქართველო გავა შენ და შენნაირებმა კეთილი ინებეთ და ქართველობა ჩამოირთვით. არაფერში გვჭირდებით ეგეთები იმ სუფრას დავა@ვი სადაც თქვენ თამადობთ
Xisti
22 ნოემბერი 2023 08:19
4
აბა რა,კალაძემ,კობიმ,იაშკამ რა იციან ფეხბურთი...აბა ამ კომენტსრების ავტორებს შეეჯიბრონ პლეი სტეიშენზე, თუ მაგრები არიან.მაგათ პუტინმა უთხრა ყველაფერი გააკეთონ ნაკრებმა რომ ცუდად ითამაშოს.100% ვიცი:)):)) ვაი თქვენს პაყრონს:))
Tazo
21 ნოემბერი 2023 17:48
27
ფეხბურთის თამაში იცოდნენ მაგათ, ამხელა ინდუსტრიის მართვას კი სხვა ინტელექტი და განათლება ჭირდება და წარსულში ტრუსიკ- მაიკით სირბილი საკმარისი არაა. ხოდა რომელია შემჩნეული ინტელექტის და განათლების სიჭარბეში - კალьა, კობი თუ იაშკა? გადახედეთ რა განათლება და გამოცდილება აქვთ ნორმალური ქვეყნების ფედერაციის ხელმძღვანელებს. კი ბატონო დავიბრმავოთ თავი და ნუ ვაღიარებთ რომ ფედერაცია უმუშევარი ყოფილი ფეხბურთელების დასაქმების ბიუროდაა გადაქცეული. არა კომპეტენცია, არა იდეა, არა არაფერი!
კაი ერთი
21 ნოემბერი 2023 22:12
0
სრულიად ანგაჟირებული სტატიაა. და ლუქსემბურგთან რომ ეთამაშა და იქ მიეღო და ფინალი გამოეტოვებინა მაშინ რას იტყოდით. უბრალოდ არის ხალხი რომლებიც ცდილობენ ყველაფერში უარყოფითი დაინიხანონ და ამ ხალხის უმრავლესობას ქართველი ჟურლანისტები წარმოადგენენ. სამწუხაროდ თქვენ გამონაკლისი არა ხართ :(
goga
21 ნოემბერი 2023 17:36
15
ფინალში არ გადადის ყვითლები, სანამ რამეს დაწერ იქმებ გაარკვიო, ავტორმა იწვალა, მაგარი წერილი გამოაქვეყნა, არ ამოეფარა ქვას ისევე და შენ გადაუმოწმებელ რაღაცას იძახი.
Gaga
21 ნოემბერი 2023 18:29
6
ჩვენს ფეხბურთს დიდი ხანია დარხეული აქვს და ამას მხოლოდ წერით ვერ უშველი.
საქმე გვაქვს უთავმოყვარეო უცოდინარ კასტასთან, რომლებიც ათწლეულებია წურბელებივით სისხლს წოვენ ქართულ ფეხბურთს და კატასტროფის დონეს ვერც გრძნობან და არც ანაღვლებთ. გაიხსენეთ, კომუნისტებმა ნ.ახალკაცი მოხსნეს, 1982 წ. ერთი ჩავარდნილი სეზონიც არ აპატიეს და ჩვენ ჯერ ქეცბაიას საცოდაობას გვაყურებინეს ხუთი წელი, მერე ვაისის შეშინებულ ფეხბურთს ოთხი და ახლა სანიოლთან ერთად გვეკაიფებიან. რა გამოდის? იმ მარაზმატიკ, ბებერ კომუნისტებს
გაცილებით მეტი ცოდნაც ქონდათ, პასუხისმგებლობაც, თავმოყვარეობაც და ალბათ გულშემატკივრის შიშიც. რაც ხდება ჩვენი ბრალია და არა ფედერაციის, არ ვარგივართ არც ჟურნალისტები და არც გულშემატკივარი, თორემ ამდენს ვერ გაბედავდნენ.
გამოსავალი ერთადერთია - მაშტაბური ბოიკოტი ყველა სტადიონზე, არც ერთ თამაშზე გულშემატკივარი არ უნდა მივიდეს, ტელევიზიამ, ინტერნეტ მედიამ, ჟურნალისტებმა უნდა დაივიწყონ ქართული ფეხბურთი და სრული იგნორი საკლუბო-სანაკრებო დონეზე. სხვა გზა არ არის.
goga
21 ნოემბერი 2023 14:19
3
სტადიონზე არ მისვლა არაფრის მომცემია, ქოცებით გაავსებენ სტადიონს
ქომაგი
21 ნოემბერი 2023 14:58
10
ამ ქვეყნის მთავქრი პრობლემა (ჩემი აზრით) ყველას ერთი ადგილიდან ექსპერტობაშია. თამაშია და უნდა ითანაშო, ან წითელს მიიღებ, ან მწვანეს, ან დაიმტვრევი, ან ჰეტ ტრიკს იზამ. არ ეთამაშა კვარას, სხვებს, კიდევ ერთხელ გავეხიეთ ესპანეთს და არაფრის მომცემ თამაშზე კი არ დაიწყებოდა ბურდღუნი, აგერ უკეთესი სპარინგი რა გინდა, აქ უნდა გამოსცადო გუნდი, აბა ტაილანდთან მოგება რას გვაძლევს და სხვა ისტერიკები. ლუქსემვურგს თუ ვერ მოვუგეთ, გინდა კვარათი, გინდა მის გარეშე - რა გვესაქმება ევროპის ჩემპიონატზე? მერე მართლა წასასვლელი იქნება ფედერაცია...
დათო
21 ნოემბერი 2023 11:51
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული