არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
კონსპირაციული თეორიის მომხრე არ ვარ, მაგრამ მგონია ეს თამაშიც მაკედონიასთან ფინალივით გაყიდულია. ვინმე თუ ფიქრობს რომ ჩაკვე იქნება მარტის თამაშებზე მაგარი ოპტიმისტი ყოფილა.
ახლა ჰკითხეთ ლუქსემბურგს თანაბარ მეტოქედ თუ მივაჩნივართ. უეჭველი ფიქრობენ რომ ამათ მწვრთნელი არ ჰყავთ და ბურთს დავახევთ თავზეო.
ვანჩოპე
21 ნოემბერი 2023 10:48
4
ხვიჩას ყოველ თამაშს სულმოუთქმელად ველი და სიამოვნებით ვუყურებ. ამასთან, ბოლო პერიოდში ძალიან თვალში საცემია მისი გაუთავებელი კამათი მსაჯთან, რაც, ჩემი აზრით, არ შეეფერება ამ დონის ფეხბურთელს. პირადად მე ცოტა უხერხულობას ვგრძნობ ხოლმე ასეთ შემთხვევებში. იმედია ეს სასჯელი (ნახევარფინალის გამოტოვება) გაკვეთილი იქნება და უფრო თავშეკავებულად მოიქცევა.
ა.მ.
21 ნოემბერი 2023 10:35
1
და რატომ არაფრის მომცემ მატჩებში? ოლიმპიადაზე გასვლაში ხომ მოგვეხმარა? ააა, ბოდიში ვერა, ხო, იქ "დაღლილი" იყო
დინამოელი
21 ნოემბერი 2023 21:45
3
ასე გაჩუმება არ გამოვა ამ ამბავზე. კვარაცხელიამაც უნდა გააკეთოს განმარტება და თქვას რა და როგორ მოხდა (იყო თუ არა გაფრთხილებული). ვისაც ბოდიში აქვს მისახდელი უნდა მოიხადოს.
Gogi
21 ნოემბერი 2023 18:52
1
Რა შუაშია აქ პუტინის მონობა,ან მოღალატის ძახილი. Რა კობიაშვილზე უკეთ მართვა მითხარით რომელს შეუძლია ფედერაციის.ერთი კაცი დამისახელეთ ნაცებო.გამუდმებით ჩასაფრებულის პოზაში რომ ხართ. Მოხდა შეცდომა და რა მარტო კობის ბრალია? Რა კვარამ 4 თამაში 3 ყვითელი რომ მიიღო(თანაც შემტევმა) კობის ბრალია? გეყოთ და დაწყნარდით.ლუქსემბურგს კვარას გარეშეც ვაჯობებთ. Აი საბერძნეთს კი ვე გეტყვით.
Რერო
21 ნოემბერი 2023 16:41
14
ეეეე, როგორ შემშლია, მეგონა რომ დისკვალიფიკაცია შემდეგ ევროზე გადადიოდა ან თვითონ ევროპის ჩემპიონატზე, თუ გავიდოდით. სამწუხაროდ შემშლია. რაღა უნდა თქვა, თუ მარტზე გადადიოდა ეს ყვითელი ბარათები და ასეთი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ფედერაციამ, სიტყვები არ მყოფნის. კიდე ვიღაცას აქვს 2 ყვითელი, მგონი დავითაშვილს. ხვიჩას და მას უნდა მიეღოთ მესამე ყვითელი შოტლანდიასთან, რომ გამოეტოვებინათ ესპანეთის მატჩი. და მერე თავისუფლად ეთამაშათ პირველი და მეორე თამაშიც მარტში. ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმას, რომ ესპანეთთან არ მიეღო მესამე. კარგი, ლუქსემბურგთან რომ მიეღო, მერე საბრძნეთთან (ალბათ) ხომ ვერ ითამაშებდნენ. ბევრს ვწერ ფეხბურთზე, აქაც სპორტ.ალლ -ზე და ფეხბურთი გვაერთიანებს-ზე. ვერსად ვერ ნახავთ რამე აუგი მეთქვას კობიაშვილზე. ცალსახაა, არამარტო ცდილობენ, ძალიან ბევრსაც აკეთებენ. მაგრამ ამხელა შეცდომის დაშვება?! თუ ლუქსემბურგთან გამოვარდით, ვერ უნდა აპატიონ საკუთარ თავს.
alexandre
21 ნოემბერი 2023 13:44
2
შოტლანდიასთან რა? არ მიიღო ყვითელი? თანაც მაგრად უაზროდ, აუტის ხაზთან
Bs
21 ნოემბერი 2023 16:11
0
ოე იუზგარებო,ანუ კვარას ბრალია,ტფუ თქვენი შუბა დავხიე!!4 დღეში 2 თამაში და კიდე კვარამ იფიქროს ბარათ-წესდებაზე?ხელო მოისვით აბა!!!
გურჯი
21 ნოემბერი 2023 11:39
12
მართლაც, შენნაირების შუბაც დავხიეთ რა? ნუ იბრამვებთ მაგ თვალებს, ხვიჩამ აიკიდა ეგ ყვითელი ხვიჩაააააამმმმ!!!!! ისტერიკებს ნუ გაუმართავდა მსაჯს და არ მიიღებდა ყვითეეეეელსსსს!
გურჯისტან, ხელი მაგრად მოისვი და მოხვალ ჭკუაზე!
21 ნოემბერი 2023 12:19
2
ეს არის ღალატი ქვეყნის და გულშემატკივრების და ვინ ჩაიდინა ეს ღალატი თვითონ იცოდნენ თორემ კვარაცხელია ჩემთვის დასრულდა ევროპის ჩემპიონატზე
გოჩა
21 ნოემბერი 2023 11:09
13
შენ ხარ ბეყე კვარას გამო რაც თქვი იმის გამო
გომორძგუა მარგალეფც
21 ნოემბერი 2023 11:27
5
რომელიმე ჟურნალისტმა დაწერეთ ეგ მანამდე? ახლა რომ ბაქიბუქობთ? შოტლანდიასთან რომ მიიღო მეორე ბარათი? რამე რეაქცია გქონდათ???
პროფესტო
21 ნოემბერი 2023 10:58
1
ძალიან საეჭვოდ ხდება ყველაფერი ვირთხობას ხომ არაა აქვს ადგილი. ყველანი ფეხზე ჩავუხტეთ ფედერაციას.
რიონი
21 ნოემბერი 2023 10:43
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული