არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
ისმის კითხვა,თავად ფეხბურთელმა რატომ არ იცოდა?ნუთუ არ უნდა სცოდნოდა რეგლამენტი და წესები იმ ტურნირის რომელშიც გამოდის და 2 ყვითელი ბარათი რომ ჰქონდა მიღებული?თან სათამაშო ეპიზოდი რომ ყოფილყო კიდევ მესმის,მაგრამ ესეთი უაზრო კამათი მსაჯთან რა საჭიროა?ეგაა ქართველ ფეხბურთელებს კითხვა რომ ეზარებათ ან კიდევ წაკითხულის გააზრება,იმიტოა 33 წელია ამდენი თაობა გამოვიცვალეთ და შედეგი უცვლელია,ჯგუფში ბოლო ან ბოლოსწინა ადგილი.
დავითი
21 ნოემბერი 2023 09:02
1
კობიაშვილს, მუჯირს, ხიზანიშვილს, დვალიშვილს, იაშვილს, ცქიტიშვილს, კალაძეს, ყაველაშვილს და მათ საძმოს ევროპის ჩემპიონატზე არაფერი ესაქმებათ და არც იქნებიან საქართველოს სახელით წარმოდგენილნი. ჩვენ რა დავაშავეთ თორემ… ალბათ დავაშავეთ ამ ბანდას დაუსჯელობის განცდა რომ აქვთ.
ირაკლი
21 ნოემბერი 2023 08:05
1
რა გატირებთ რაა.იმ გუნდის დედა ვატირე ვისაც სახლში აზერბაიჯანთან ან ლუქსემბურგთან თამაშის შეეშინდება.ასეთი გუნდით გვინდა ევროზე გასვლა,ვისაც კვარას გარეშე ნაბიჯის გადადგმაც არ შეუძლია???თბილისში აზერებთან ან ლუქსემბურგთან????რად გვინდა ასეთი გუნდი,საერთოდ რა გვინდა ასეთი გუნდით ევროზე???არიან ბიჭები კვარას გარდაც,ვისაც შეუძლია ამ პრ აუტსაიდერთან სიტყვის თქმა.დავითაშვილი,ლობჟანიძე,კიტეიშვილი,ჩაკვეტაძე,ბუდუ,მიქაუტაძე.ლოგიკურად ამათზე მეტი არ სჭირდება ნახევარფინალს.მორჩით ტირილს,ღნავილს და მოთქმა-გოდებას.ნუ თარსავთ წინასწარ ბიჭებს.
Master
21 ნოემბერი 2023 00:18
21
ვფიქრობ, ჯერ ბოლომდე არაა დაზუსტებული ეს ინფორმაცია. ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ბარათები, იმავე ტურნირის პლეი-ოფებშიც კი არ გადადიოდა ადრე (არა მგონია, რამე შეცვლილიყო მაგ მხრივ) და ისედაც სხვადასხვა ტურნირებზე (შესარჩევი და ერთა ლიგა) მიღებული ბარათები რატომ უნდა ირეოდეს ერთმანეთში?
ამბიციური გუნდი რომ ხვიჩას გარეშეც უნდა უგებდეს ლუქსემბურგს, ეგ სხვაა კიდევ.
და ფედერაცია რომ არაფრისმაქნისი, ნეპოტიზმით გავსებული სტრუქტურაა, მაგას მარტო აქ ლაპარაკი არ შველის.
მიშა
21 ნოემბერი 2023 20:07
1
სუფთა ჰაერზე გადით, გაისეირნეთ,ჰემოროი აიკიდეთ მთელი დღე კლავიატურის კაკუნით.ყველაფერზე კომენტარების წერას და სულელური აზრების ფრქვევას ჯობია წიგნი წაიკითხეთ,ბაბაიებო წიგნიიიი
თზ
21 ნოემბერი 2023 11:53
13
წიგნი წაიკითხეო კობის იაშკას და კალьას ურჩიე,და მაგათ დანარჩრნ უწიგნურ სასტავს, თუმცა რა აზრი აქვს, წაკითხვას წერა-კითხვის ცოდნა უნდა ელემენტარულად...
კაი ერთი
21 ნოემბერი 2023 12:23
6
ძალიან ბევრს კოტრიალობს მინდორზე და უსაშველოდ ეკამათება ყველას. არ უხდება ეს. არამარტო იმიჯს არ უხდება, არამედ საქმესაც აფუჭებს საბოლოოდ. მაგარი ადამიანია ხვიჩა, ღირსეული და მოედანზეც ღირსეული ქცევა უფრო მოუხდება. კოტრიალი, მსაჯისთვის ხელების შლა და მსგავსი ,,ბაცნობები " არ წაადგება. იმედია ვინმე ახლობელი ეტყვის, მართლა ახლობელი, ვისაც გული შეტკივა და მლიქვნელი მაამებლები.
Bs
21 ნოემბერი 2023 09:46
1
თუ კვარა გამოტოვებს მაგ თამაშს აუცილებლად უნდა გამოიძახონ არაბიძე ამ შემთხვევაში თუ არ გამოიძახეს არაბიძე და მაშინ მწვრთნელიან ფედერაციანად ყველა სახლში უნდა გაუშვა და ხალხიც აღარ უნდა გაჩუმდეს რამდენსაც გაუტარებ ამათ იმდენი ტრაკში წავა ჩვენი ფეხბურთი.
უცხო
21 ნოემბერი 2023 09:19
2
ხვიჩა საუკეთესოა, ის ვარსკვლავია. თუმცა, იქცევა, როგორც არშემდგარი ფეხბურყელი. რამდენიმე თვეა, უკვე რაც სულ ეკამათება და ეჩხუბება მოწინააღმდეგე ფეხბურთელებსა და მსაჭებს. არ ეკადრება. გაიხსენეთ, როგორ იქცევა მესი, დებრუინი, კეინი... გადამწყვეტი თამაშის გამოტოვებაც მხოლოდ მისი ხასიათის გამოა.
კოტე
21 ნოემბერი 2023 08:36
3
გადაწყდა ლუქსემბურგს ვხვდებით არადა აზერბაიჯანს კვარას გარეშეც მოუგებდით
ვარლამი,პოლონეთიდან
21 ნოემბერი 2023 01:47
11
აი, ამ სტატიაში რომ ხვიჩას კრიტიკაა არაა, ესეცაა იმ სიმპტომის ნიშანი რაც ერს სჭირს და რიც გამოც (გარე მტრების 'დახმარებასთან' ერთად) ეს ქვეყანა წინ ვერ მიდის და ვერც წავა.. რა, ახალი ფედერაცია იქნება უკეთესი? შეიძლება გაგვიმართლოს და ოდნავ უკეთესი მართლაც იყოს, მაგრამ ოდნავ უკეთესი არ კმარა - რადიკალურად შესაცვლელია მიდგომები საფეხბურთო მეურნეობაში, თუ წარმატება გვინდა.. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავმოყვარეობა დაკარგულ ხალხს თავზე ხელის გადასმევაღა უნდა/აკმაყოფილებს - ამიტომაც არ კრიტიკებენ ხვიჩას (მიუხედავად ამდენი ღალატისა), რადგან ხვიჩა საუკეთესო სავიზიტო ბარათია "თავზე ხელის გადასასმელად" და დიდი ბიძიების მიერ იმის სათქმელად, "უი, რა კარგი გოგო-ბიჭები ყოფილხართო"..
აბა, სიტყვაზე ყაზაიშვილს რომ ექნა ეგეთები აიკლებდნენ გინებით - ეგ კი არა, კაცს მარტო იმის გამო აგინებდნენ, რომ ერთ მომენტში, უკეთეს პოზიციაზე მდგომ პარტნიორს (რომელიც შეიძლება ვერც შეამჩნია) პასი არ მისცა და კარში დაარტყა..
vava
21 ნოემბერი 2023 18:05
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული