არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
სფფ-ში მგონი მოგზავნილები ზიან,აქაოდა უცებ არაფერ წარმატებას არ მიაღწიოს საქართველოს ნაკრებმაო...ასეთი სიტუაცია თუ იყო ნუთუ ვერავინ ურჩია სქოთებთან ყვითელი მიეღო,ესპანეთს გამოტოვებდა და სუფთა გავიდოდა ნახევარფინალში
გიუშა
20 ნოემბერი 2023 23:28
2
შოტლანდიასთანაც მიიღო ბარათი,აქ მგონი ამ გენიოსებმა უბრალოდ არ იცოდნენ რომ ეს ყვითლები გადადიოდა ერთა ლიგის პლეი ოფზე,მეტი რა უნდა ითქვას, სირცხვილია.
არჩილ
20 ნოემბერი 2023 23:43
1
მადლობა სპორტალს და პირადად ავტორს, რომ ყოველთვის სწორ მხარეს დგახართ, იმედია ამ უდიდეს შეცდომას ფედერაციის ხელმძღვანელები საკუთარ თავზე აიღებენ, ამისთვის თქვენ, ჟურნალისტებმა ყველაფერი უნდა გააკეთოთ.
ბარაბანა
20 ნოემბერი 2023 23:24
3
მადლობა ავტორს, დასაფასებელია ასეთ დროს ხმის ამოღება, იმედია სხვებიც მოგბაძავენ და ქართველები ზუსტ დროს ზუსტი პრობლემის დანახვას ვისწავლით. კობიაშვილო წადი!
პატარა მეთოფე
20 ნოემბერი 2023 23:21
3
ყოჩაღ ღვინიაშვილო, ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი ხარ, რომელმაც სიმართლის დაწერა გაბედა
სანდრო
20 ნოემბერი 2023 23:18
3
ერთადერთი შანსი გვაქვს მოხვედრის ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე, თან ამის პრეცენდენტებიც უკვე არსებობს რომ რამოდენიმე ქვეყანა ინაწილებს მასპინძლობას,ფინალური ეტაპი უნდა ჩატარდეს საქართველოში, სტადიონები და ინფრასტრუქტურა კარგი გვაქვს, რა მოხდა თუ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ ისე როგორც გვინდა, ეგრე ყატარიც ჩვენზე დაბლა იყო რეიტინგით.
მამუკა
20 ნოემბერი 2023 23:14
7
რა ინფრასტრუქტურა გაქვს? ღადაობ? ფედერაცია ელემენტარულს ვერ არკვევს და ესენი ევროპის ჩემპიონატს დააორგანიზირებენ?! ზუგდიდის სტადიონი ჩამისვით ევროს სტადიონთა ნუსხაში :) ქუთაისის კალხოზნიკიც არ გამოტოვოთ.
ციციკორე
21 ნოემბერი 2023 10:51
0
როგორც იქნა ძლივს ვიღაცამ ხმა ამოიღო. როდემდე უნდა ეწირებოდეს ქართული ფეხბურთი ფედერაციის დაუდევრობას? მადლობა ახალგაზრდავ, იმედი მაქვს, ძველი თაობის წარმომადგენლებიც მოგბაძავენ და ასეთ მნიშვნელოვან დროს, დუმილს არ ამჯობინებენ!
როგორც იქნა!
20 ნოემბერი 2023 23:14
3
ამასაც თუ გავატარებთ და პასუხს არ მოვთხოვთ ქართველი ხალხი ფედერაციას მაშინ მართლა ყველაფრის ღირსები ვყოფილვართ.
ბიჭოოოოო , სადა ბანაობთ ოეეეეეეეეეეე.
მე უნდა მეფიქრა უეფას წესდებაზე და ხვიჩას ბარათზე?
უვიცი მუჯირი პოსტ ფაქტუმ რომ აკეთებს განცხადებას ეს უკვე შეთქმულებაა ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ.
გასდით და აკეთებენ!
კიდევ ერთხელ ვიძახი:
ეს თუ ოფიციალურად დადასტურდა და ხვიჩა ამათი დაუდევრობით გამოგვაკლდა, ყველანი ფრდერაციასთან და ეს ამათი დასასრულის დასაწყისი უნდა იყოს
ირაკლი
20 ნოემბერი 2023 23:09
6
geo-team დაწერა, რომ ფეხბურთელებმა არაფერი იცოდნენ და მწვრთნელებმაც არაფერი უთხრეს!!!
სოსო
20 ნოემბერი 2023 23:09
1
არ გამოუჩნდენ ადამიანები ამ ბიჭს ვისაც შეუძლია რომ რჩევები მიეცათ მოყოლებული ნაპოლიდან რომ ყველაფერზე პროტესტს გამოთქვავს რომ აჭარბებს თავის სპორტულ საქციელებს და მსაჯებისთვის კარგავს პატივისცემას. თუნდაც ამ შეხვედრაში ბევრჯერ გადააჭარბა მაგრამ ვერცერთმა ვერ მოიფიქრა ჩარეულიყვნენ რომ აქამდე არ მივსულიყავით. მეორე საქმეა რომ ფედერაცია გარტყმაშიც არ იყო რომ გაფრთხილების შემთხვევაში რა დაგვემართებოდა.ხვიჩა არ იქცევა პროფესიონალურად რომ ყველაფერზე ჯიჯღინებს და უნდა იმოქმედოს როგორი დონის მოთამაშეცაა. ვალდებული იყო სანიოლი რომ გაეფრთხილებინა და დაეშოშმინებილა ახალგაზრდაა და მაგიტომ უნდა რჩევები რომ გაიზარდოს ყველაფერში.
Surebeli
20 ნოემბერი 2023 23:05
1
მიუხედავად ხვიჩასადმი ჩემი სიყვარულისა,უნდა ვთქვა რომ მერამდენე თამაშია არამარტო ნაკრებში,ნაპოლიშიც ,გამუდმებით ეკამათება მსაჯებს,მეტოქე ფეხბურთელებს.მჯერა რომ ეს გაკვეთილი იქნება ხვიჩასთვის,ფეხბურთია ბალეტი კი არა,თანამედროვე ფეხბურთი ძალისმიერი,ათლეტური გახდა და ყველა კონტაქტზე თუ იტირე,მსაჯებს და მეტოქეს ეცი,არაფერი გამოვა.წარმატებები ხვიჩას,ნაკრებსა და სრულიად საქართველოს
გურულო
20 ნოემბერი 2023 23:33
0
გამოვიდეს და თქვას ამდენ ყვითელს რატო იღებს? თავდამსხმელია თუ მცველია ვერ გავიგე..
აქაური
20 ნოემბერი 2023 23:04
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული