არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
და მერე დავგეგმოთ რაიმე ან პეტიცია ან რავიცი როგორც ხდება, ვადამდელი არჩევნებისთვის რომ წავიდნენ ესენი თორემ გეუბნებით, ზედ მატჩის წინ ჩაკვეს ტრავმას და მამარდას გრიპს გამოგვიცხობენ!
რუსთავი
20 ნოემბერი 2023 23:53
3
იმედი მაქვს ქართველი ჟურნალისტები ყველანი ერთიან განცხადებას შემოგვთავაზებენ. ფაქტია, ეს ყველაფერი გიორგიმ დაიწყო, დასაფასებელია, დანარჩენი გამოჩნდება...
არტეტას ფანკლუბი
20 ნოემბერი 2023 23:52
1
როცა ეს ამბავი გავიგე, ძალიან ცუდად გავხდი, შვილიშვილებს გეფიცებით, ამდენი წელია ამას ველოდები და ვიღაცეების დაუდევრობის გამო ამ შანსს ხელიდან გვართმევენ, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რომ მსგავსი რამ მესამედ აღარ მოხდეს, პასუხი აგოს ფედერაციამ !!!
მადლობა გიორგის
20 ნოემბერი 2023 23:51
1
ორი ვარიანტია: პირველი - ფედერაციაში ეს წესი არ იცოდნენ და ხვიჩა არ გააფრთხილეს - ეს უვიცობა და არაპროფესიონალიზმია. მეორე - წესი იცოდნენ და ხვიჩას დავალებული ქონდა ყვითელი ბარათის მიღება (იმდენჯერ ეკამათა მსაჯს უფრო ადრე როგორ არ გააფრთხილა მიკვირდა და ეს ეჭვებს ნამდვილად იწვევს) რომ პლეიოფში უფრო ადვილად გაიყიდოს თამაში, როგორც ერთხელ უკვე მოხდა. რომელი ვარიანტი ჯობია აწი ვიფიქროთ ქართული ფეხბურთის ნამდვილმა გულშემატკივრებმა.
ნიკა
20 ნოემბერი 2023 23:51
7
ესეთია არაპფოფესიონალიზმია ყველგან ჩვენ ქვეყანაში
გიორგი
20 ნოემბერი 2023 23:47
2
ამ ავტორს მადლობა, მაგრამ სხვა ჟურნალისტებს რატომ უჭირთ სიმართლის დაწერა?
ვახო
20 ნოემბერი 2023 23:45
1
ბევრჯერ კრიტიკული კომენტარი დამიწერია, მაგრამ ახლა 100%-ით ვეთანხმები ავტორს, ესაა სრული სიმართლე, რაც უნდა დაწერილიყო და დაიწერა კიდევაც!

მაკედონიასთან კოვიდი და ახლა დაუდევრობა, თან ვისზე? ნაკრების ლიდერზე, მადლობა გიორგი, რომ გამოაქვეყნე წერილი და ჩააქსოვე სრული სიმართლე
ყოჩაღ სპორტალი
20 ნოემბერი 2023 23:34
1
აღარ ვიცი უკვე ვიცინო თუ ვიტირო!!
ბექა
20 ნოემბერი 2023 23:33
0
ფედერაციიდან რომ დიდიან-პატარიანად გასაყრელია ყველა, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ჟურნალისტებო - რა ნამუსით იღებთ საერთოდ ხმას? მთელი დღე რომ ნაცარს აყრიდით ხალხს, წესდების წაკითხვა (სულ ორი პუნქტია, სადაც ამის შესახებ წერია) რომ ასეთი პრობლემაა და ყველა ერთიმეორისგან რომ იწერდა სტატიებს და ერთსა და იგივეს აქვეყნებდა, ამას რა ვუყოთ? ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი და ყველა, ვისაც ეს ეხებოდა, დამნაშავეა. მაგრამ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ერთმა ჟურნალისტმა მაინც დასვა კითხვა, ხვიჩას რომ ათამაშებთ და ყვითელი მიიღოს, მერე რას აპირებთო?

საშინელი არაპროფესიონალიზმია სამწუხაროდ ყველა სფეროში ჩაბუდებული და ესაა ყველა პრობლემის თავი და თავი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი...
დათა თუთაშხია
20 ნოემბერი 2023 23:32
1
მადლობა ჟურნალისტს,რომ ფედარაციის კრიტიკა გაბედა!!!უნდა გაბედონ სხვა ჟურნალისტებმაც!!!
საქართველო უპირველესად
20 ნოემბერი 2023 23:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული