უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.
რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.
2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...
გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.
კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!
"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:
"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".
"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".
დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...
. . . . . . . .
ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი
ეს რაც ხდება, უკვე სისტემატიურობის სახე მიიღო.
მაკედონიასთან ხალხი არ შეუშვეს სტადიონზე ამ ფედერაციის გამყიდველებმა და გაუვიდათ, ესპანეთთან რაც იკადრა ამ გამყიდველების ბანდამ, ყველამ კარგად ნახა. ვინც ვერ მიხვდა: გოლებზე დიდი კუში ააგდეს და ჯოხი რაღა თქმა უნდა ფეხბურთელებზე გადატყდა. აშენდნენ გამყიდვლური ფულით, გამდიდრდნენ, ხალხს თვალში ნაცარს კი არა, ყველაფერს აყრიან და გასდით.
აქ ბერვმა სამართლიანად გააჟღერა, რომ სტადიონზე არავინ უნდა მივიდეს, რომ დაფიქსირდეს გულშემატკივრის პოზიცია და რომ ნახონ არარაობა ფედერაციის ღორებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა.
ეხლა კიდევ, ერთადერთი რაც ევალებათ მაგ დებილებს, ტექნიკური ინფორმაცია მიაწოდონ სამწვრთნელო შტაბს, ისიც არ გააკეთეს (უეჭველი სპეციალურად!) და პოსტფაქტუმ გამოდის მუჯირი და თავს იმაიმუნებს რაღაცა მესამე კლასელის მიზეზებით.
ესენი კი არ უნდა წავიდნენ, ესენი უნდა არბენინო დინამოს გარშემო იმდენი წრე, რამდენიც მილიონიც ჩახეთქეს.
არ შეგრჩებათ ეგ ფული და რაც გააკეთეთ გამყიდველობით ერთი მილიარდად დაგედოდ ვალში თქვენ და თქვენნაირებს!
პ.ს. ცნობისთვის.უმაღლესი დონის მენეჯერს ან იურისტს, უმაღლესი დონის ხელფასი უნდა ქონდეს. მაგათზე ტაციაობაა. მითუმეტეს საქართველოში, საიდანაც მცოდნე ხალხი უცხოეთში მიდის.
იჩალიჩებთ ძალით და მაზოხისტები ხართ, თუ ასე გიჭირთ ანალიზი?
ამდენი ელემენტარული სტრატეგიული შეცდომა უკვე განზრახვას ჰგავს და არა გაუფრთხილებლობას!
მწვრთნელი არ ჰყავს.
ევროპის ჩემპიონატზე რა გვინდა ამ გუნდით?
დარწმუნებული ვარ ერთ თამაშში ორგზის ავტოგოლას - რომელსაც მსოფლიო ისტორიაში პრეცენდენტი არ აქვს, ნამდვილად არ გაახარებდა საქართველოს ნაკრების წარმატება, რადგან თავად როცა იყო ნაკრებში, კარგად გვახსოვს რისი თავიც ქონდა.
ხვიჩას თამაშებს მოსკოვის ლოკოლოტივიდან ვუყურებ და რუბინის და ბათუმის დინამოს თამაში არ გამომიტოვებია, ნაკრებზე და ნაპოლიზე არ ვლაპარაკობ, ჩემი უსაყვარლესი ფეხურთელია. ყოველთვის გასაგები იყო ჩემთვის მისი ფორმის დაკარგვა (ტრავმების მერე ხდებოდა ეს) და მოუთმენლად ველოდებოდი ფორმის დაბრუნებას, გადაღლის გამო ახალგაზრდულ ნაკრებში რომ არ ითამაშა, ისიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ბოლო თამაშებში ნაპოლიში და ნაკრებშიც ხვიჩამ დაიწყო მოწინააღმდეგე ფეხბურთელებთან და მსაჯებთან კინკლაობა და მეტიც - თანაგუნდელების გადაწყვეტილებებზეც დაუფარავად გამოხატავს უკმაყოფილებას.
გასაგებია - ოსიმენის არყოფნაში ნაპოლის ლიდერობას ცდილობს მოედანზე (შეიძლება მწვრთნელმა დაავალა), ქვეყნის ნაკრებში ულაპარაკო ლიდერია, თუმცა აშკარად არ უხდება ხვიჩას ასეთი დაძაბვა და აგრესია.
ალბათ ფედერაციაში ევალება ვიღაცას ბარათებით დისკვალიფიკაციის პრევენცია, მთავარი მწვრთნელიც უნადა აქცევდეს ამას ყურადღებას, მაგრამ ფეხბურთელმაც უნდა იცოდეს ბარათების რაოდენობა და ისეთი უაზრო გაფრთხილებით, რაც ხვიჩამ ვალიადოლიდში მიიღო, ნაკრები არ უნდა დაეღალატებინა.
იმედი მაქვს, საკმაოდ სერიოზულ ლუქსემბურგს გავივლით და ფინალში ექნება ხვიჩას ნაკრების და ქვეყნის წინაშე შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა.
რამოდენიმე მომენტი მახსენდება ყველას რა ჩამოთვლის მარა..... ჯერ იყოდაა, ნომერ პირველი კომენტატორი გვყავდა კაცი ბარახას ბარაიას 5 წელი ეძახდა და ის ჯაცი ახლაც ტელევუზიაში ზის, მერე იყოდა ერთი კომენტატორი იყო ლაივში წამოცდა დამედო ნეტა დამედოოო - გააგდეს მაგრამ ახლაც კომენტატორობს. მერე იყო დაა ერთი იყოო საქართველომ გაიტანა გოლი თუ პორტუგალიამ 45 წუთის განმავლობაში ვერ მიხვდა და ახლაც კომენტატორია. ახლა არის და ის კაცი წავედით წავედით და აბა რაას რომ ყვირის ხოლმე პახოდუ აყოლებს მსაჯი თუ ჩვენს სასარგებლოდ შეცდება პრობლემა არგვაქვაო რო იძახის გუშინწინ გვაიმედებდა ეს ყვითელი იქ არ გადავაო. ეს კაი... მერე იყოდაა ნაკრების კაპიტანმა თქვა ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე უცხოელების სანახავად დადისო და კაპიტნადაც დარჩა და დღეს ნაკრების ასისტენტია. ერთი იყო და ნაკრების გასვლით თამაშებზე ვარჯიშებზე ძლივს მოყავდათ საშოპინგოთ დარბოდაო სულ და ფედერაციის სათავეშია ბიჭი. ერთი ბიზნესმენი იყო ფეხბურთში ფულს დებდა ნაცმომ დაიჭირა. მეორე იყოდაა უეცრად მკვდარი იპოვეს, მესამე იყო და ისე გააკოტრეს რო მისი გუნდი ზესტაფონი რომელ ლიგაში თამაშობს თვითონაც ვერ პოულობენ. მერე იყოო დაა ერთი კაცი გუბერნატორი გახდა ქვემო ქართლის და მისი გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა (ბოლნისის სიონი) უეცრად. დღეს ის კაციც პარლამენტშია. კიდევ ერთი იყო და სპორტის მინისტრი გახდა და მისი გუნდის ჩემპიონობამაც არ დაახანა (საბურთალო). ერთი ფეხბურთელი კაცი იყო და ფეხბურთს მიღმა მისი პირველი სამუშაო ენერგეტიკის მინისტრობა იყო. ერთი კაცია უპრეცედენტო ამბავია მის თავს პარლამენტის წევრიც არიზ ფედერაციის პრეზიდენტიც. კლუბებია და 80 % სახელმწიფო ბიუჯეტზეა ჩამოკიდებული. რეგიონული ფედერაციებია და მართველები ადგილობრივი საკრებულოს წევრები არიან. ერთი კაცია კიდე და ბოლომდე გააპარტახა სახალზო კლუბი თან ვყიდიო მაგრამ ვერ ვყიდიო. არა, კი გავყიდიო მაგრამ აკადემიას არ გავყიდიო. ანუ ფაქტობრივად კლუბი მკ...აო მარა ფულის კეთება და ჭრა კი მიმდაო. ხო ეს ის კაცია ორი ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი გუნდიდან რუსთავში რომ გააგდო. ხო კიდე ერთი კაცი იყო და ყველა წაგებას საკუთარი მაყურებლისაგან მიღებულ წნეხს აბრალებს და გასვლაზე უფრო კარგი თამაში გამოსდის იმიტომ, რომ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები უფრო კარგ ატმოსფეროს ქმნინ. ახლა ეს კაცი ნაკრების წინასამატჩო ანალიზით გვართობს. ერთი კაცი იყო და თუ სწორად ბავარია და სხვა წამყვან კლუბებში გადასვლაზე უარი თქვა რუსეთში ყოფნა მირჩევნიაო და ასეთი ლუზერი დღეს ნაკრების ცენტრალური მცველია. შესაჩერვია და მესამე ადგილზე ზემოთ 30 წელია არ ავსეულვართ. ყველაზე პრინციპული თამაში იყო რუსეთთან და დენი ჩაქრა და თამაშზე ის ხალხი შემოვა ვინც ბილეთები არ გადაყარაო. სუპერთასი იყო და ბილეთების პლატფორმამ ისე გაჭედა ხალხი 48 საათი რიგში იდგა.ის არის მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია ანშლაგი იქნებაო და 10-15000 ადგილი რჩება - ეგ სტუმრების ბილეთები არ ჩამოვიდნენო. საშინაო ევრო გვქონდა და რა ევრო რა ოლიმპიადა ეგ მეათე ხარისხოვანი ტურნირიაო მაგას რას დაეძებთო. მეორე იყო და მთელი მსოფლიო მხიარულობდა ფეხბურთზე ხალხს გვიშვებენო და ამათ სტადიონი დაკეტეს. ის იყო და ყველაზე დიდმა იმედმა კოვიდი აიკიდა თამაშამდე. აქეთ არის ეს ამბავი და კიდე რამდენზ მოსთვლის კაცი და ბიჭო.. ვაბშე რა ხდება? თქვენ მართლა ....... არა გაქვთ ა?
კარგია რომ გულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს: რა მნიშვნელობა აქვს ითამაშებს თუ არა ეს ნაკრები რაიმე ტურნირზე. ფეხბურთს ეგენი არ თამაშობენ და რა ვიცი,აბა მათ მიერ საქართველოს ჰიმნის შესრულება თუ მოგწონთ,ეგ უკვე სხვა საკითხია.
მაკედონიასთან კოვიდი და ახლა დაუდევრობა, თან ვისზე? ნაკრების ლიდერზე, მადლობა გიორგი, რომ გამოაქვეყნე წერილი და ჩააქსოვე სრული სიმართლე