არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
პირველ რიგში გიორგის სახით მადლობა რედაქციას, რომ ვიღაცამ ხმა ამოიღო ამ გამყიდველების წინააღმდეგ!
ეს რაც ხდება, უკვე სისტემატიურობის სახე მიიღო.
მაკედონიასთან ხალხი არ შეუშვეს სტადიონზე ამ ფედერაციის გამყიდველებმა და გაუვიდათ, ესპანეთთან რაც იკადრა ამ გამყიდველების ბანდამ, ყველამ კარგად ნახა. ვინც ვერ მიხვდა: გოლებზე დიდი კუში ააგდეს და ჯოხი რაღა თქმა უნდა ფეხბურთელებზე გადატყდა. აშენდნენ გამყიდვლური ფულით, გამდიდრდნენ, ხალხს თვალში ნაცარს კი არა, ყველაფერს აყრიან და გასდით.
აქ ბერვმა სამართლიანად გააჟღერა, რომ სტადიონზე არავინ უნდა მივიდეს, რომ დაფიქსირდეს გულშემატკივრის პოზიცია და რომ ნახონ არარაობა ფედერაციის ღორებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა.
ეხლა კიდევ, ერთადერთი რაც ევალებათ მაგ დებილებს, ტექნიკური ინფორმაცია მიაწოდონ სამწვრთნელო შტაბს, ისიც არ გააკეთეს (უეჭველი სპეციალურად!) და პოსტფაქტუმ გამოდის მუჯირი და თავს იმაიმუნებს რაღაცა მესამე კლასელის მიზეზებით.
ესენი კი არ უნდა წავიდნენ, ესენი უნდა არბენინო დინამოს გარშემო იმდენი წრე, რამდენიც მილიონიც ჩახეთქეს.
არ შეგრჩებათ ეგ ფული და რაც გააკეთეთ გამყიდველობით ერთი მილიარდად დაგედოდ ვალში თქვენ და თქვენნაირებს!
მოღალატეებო მოგეკითხებათ!
15:39 21-11-2023
9
წლებია ვწერ რომ ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი პრობლემა არის ინტელექტის არ ქონა, რომ მხოლოდ საფეხბურთო ინტელექტი არ კმარა, რომ კაცს სანამ ხელმძღვანელად დანიშნავ ერთი წიგნი მაინც უნფა ჰქონდეს წაკითხული მაინც და არააოო მიდისლაიქებთ და მიდისლაიქებთ. :))))) არცერთი ყოფულხართ რონალდინიოზე დიდი ფეხბურთელი მაგრამ არ მიყვარს კაცმა წიგნებიო და არც იწევს თანანმდებობაზე დადის ხან იქ იჭერენ ყალბი პასპორტით ხან აქ რა ქნას:)))) არ შეიძლება არა... ან შეხედეთ ქართველ მწვრთნელებს ან ფედერაციაში მომუშავეებზ ან გუნდების მფლობელებს ან ჟურნალისტებს თყნდაც. ან როგორ ლაპარაკობენ ან რას ლაპარაკობენ გადახედეთ მერე სხვა ქვეყნის ფედერაციებს ბიჭოო ყოფული პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ ფედერაციებს და უმაღლესი დონის მენეჯერები, იურისტები და ეკონომისტები და რა ვქნა ძმაო რა ვქნა აბა. რამდენი ამას ვწერ ამ მებლოკება ან ..... ბიჭო მმართველი რო უნდა იყოს ჭკვიანი, განათლებული და არა უწიგნური დავიჯერო ძალიან შორს ვარ?! :)
იბერია
01:55 21-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული