კვარაცხელიას მალე "ნაპოლი" გასამრჯელოს სერიოზულად მოუმატებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, საქართველოს ნაკრებში თავდაუზოგავად დაიხარჯა, ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. დარწმუნებული ვართ, მან არ იცოდა, თუ შესარჩევ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები გადაჰყვებოდა, ამის თაობაზე არავინ წინასწარ არ გააფრთხილა და ეს წარმოუდგენელი დაუდევრობაა.

სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი "ნაპოლიში" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, მხოლოდ 1.2 მილიონ ევროს იღებს, რაც სრული ნონსენსია. ბევრჯერ დაიწერა კონტრაქტის პირობების გადახედვის შესახებ, თუმცა ეს ჯერ არ განხორციელებულა.

გუშინ "კორიერე დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია,
რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, ხოლო ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ "ტვიტერზე" დაწერა, რომ სულ მალე ქართველ ვარსკვლავს ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე (შეიძლება 2029 წლამდეც) გაუგრძელებენ, ხელფასს კი 4 მილიონამდე გაუზრდიან.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეგ სპეკულიანტი ლაურენტისი თქვენი კაკანით უმატებ უბრალოდ ჯუღელის დოყლაპიობით?ან პირდაპირი კორ თანხმობით ბიჭი გაყიდა ისე,რომ გამოსყიდვის ზღვარი არ დააფიქსირა.რომაული გემზე გალერის მონად გაყიდა ბიჭი და ამაზე ეს,,სპორტ ჟურნალისტები კუდის ქიცინით ბაასობთ.სულში გაყიდულები ხართ.
დევი.
23 ნოემბერი 2023 16:08
0
როგორ შეაკიკინეთ ამ კვარაცხელიათი! კვარცხელსაიტია თუ რა ჯანდაბაა?
ვააა?
21 ნოემბერი 2023 18:09
32
Kidev kargi rom arsegbobs esetiadamianebi torem samarcshvinod viqcevit shkvaganac da samshobloshic
Ν
22 ნოემბერი 2023 10:35
0
ზიდანმა ვერ მოთოკა ნერვები და ხვიჩას რა გაუბურღეთ ტვინი, სახლში ლუქსემბურგს რა პროგრესიც არ უნდა იყოს კი უნდა მოუგოს გუნდმა რომელსაც ევროზე გასვლა უნდა, თუნდაც გაჭირვებით და ფინალში კი სადაც დარწმუნებული ვარ საბერძნეთი გავა კი დაგვჭირდება ხვიჩაც და ყველაც, თუ ვერ გავედით ფინალში და არაუშავს მთავარია ჯანმრთელობა
სხვა
21 ნოემბერი 2023 17:56
4
არა მარტო ფეხბურთის ფედერაცია, მთავრობაც უნდა გადადგეს და ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენყო არჩევნები.აბა სერია "ა" საუკეთესო მოთამაშეს ნაკრებში რომ იძახებ არ უნდა ასწავლო რომ მსაჯთან კამათი არც ნაკრებში შეიძლება და მითუმეტეს არაფრის მომცემ წაგებულ მატჩში
ვატო
21 ნოემბერი 2023 12:31
23
ერთმაც და მეორემაც სადმე მაღალი კლდიდან უპარაშუტო ხტომაში რომ ივარჯიშოთ, არა?! ...........................!!!
მამუკა
21 ნოემბერი 2023 13:43
4
ფეხბურთში ემოციების გამოხატვა და ამისთვის ყვითელის მიღება ახალი არ არის. სტატისტიკის ცოდნა ფეხბურთელს არ ევალება ამისთვის უამრავი ადამიანი იღებს ხელფასს უამრავი ოროსანი. ფეხბურთელი რომ უნდა გააფრთხილო რომ რისკის ქვეშ არის ამას სწავლა არ ქვია ვალდებულებაა და ამაში იღებენ ხელფასს ხვიჩას საქმე არაა ბარათების და კუთხურების თვლა. ასე რომ გინდა მთავრობა მიაყოლეთ და გინდა პარლამენტი.
Lasha
21 ნოემბერი 2023 13:06
3
ყველა გამოხმაურება
ეს დოყლაპიობა იმას მაგონებს, ოლიმპიადაზე ხახალეიშვილი რომ ვერ მიიყვანეს დროულად!
მთელი ფედერაცია უნდა გადადგეს!
ყარამან შინდაგორიძე
21 ნოემბერი 2023 08:58
2
მაშინ ისიც კი გამოაჭორეს,ხახალეიშვილს,მილიონი მისცესო ქრთამად,შეჯიბრზე რომ არ გამოსულიყო.ალბათ უნდა ითქვას სიმართლე,თუნდაც იმისათვის,რომ დათო ხახალეიშვილს ჩამოერეცხოს,ეს ცილისწამება.
სოსო
21 ნოემბერი 2023 21:31
0
ყარამან, კარგი რამ გაიხსენეთ დათო ხახალეიშვილზე: მას ახლოს ვიცნობდი და სამეგობრო წრეში ჰკითხეს ამ ამბის შესახებ, ასე თქვა, ცხონებულმა, რომ სპეციალურად გამიკეთესო ქართველმა სპორტის ფუნქციონერებმა ფრანგ დავიდ დუიეს არ შევხვედროდიო, მიუხედავად იმისა, რომ დუიე უდიდესი ძიუდოისტი იყო, ხახალეიშვილი მაინც აბურთავებდა ზევით-ქვევით და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონიც გახდებოდა. იმ კაცის სახელი და გვარიც დაასახელა, მე, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, ისიც გარდაცვლილია და ,ალბათ, მიხვდებით. ამბობდა დათო, ჩემი ცოდვით ვერ გაიხარებსო.
Kutaisski
21 ნოემბერი 2023 15:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული