კვარაცხელიას მალე "ნაპოლი" გასამრჯელოს სერიოზულად მოუმატებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, საქართველოს ნაკრებში თავდაუზოგავად დაიხარჯა, ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. დარწმუნებული ვართ, მან არ იცოდა, თუ შესარჩევ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები გადაჰყვებოდა, ამის თაობაზე არავინ წინასწარ არ გააფრთხილა და ეს წარმოუდგენელი დაუდევრობაა.

სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი "ნაპოლიში" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, მხოლოდ 1.2 მილიონ ევროს იღებს, რაც სრული ნონსენსია. ბევრჯერ დაიწერა კონტრაქტის პირობების გადახედვის შესახებ, თუმცა ეს ჯერ არ განხორციელებულა.

გუშინ "კორიერე დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია,
რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, ხოლო ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ "ტვიტერზე" დაწერა, რომ სულ მალე ქართველ ვარსკვლავს ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე (შეიძლება 2029 წლამდეც) გაუგრძელებენ, ხელფასს კი 4 მილიონამდე გაუზრდიან.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს დოყლაპიობა იმას მაგონებს, ოლიმპიადაზე ხახალეიშვილი რომ ვერ მიიყვანეს დროულად!
მთელი ფედერაცია უნდა გადადგეს!
ყარამან შინდაგორიძე
08:58 21-11-2023
2
არა მარტო ფეხბურთის ფედერაცია, მთავრობაც უნდა გადადგეს და ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენყო არჩევნები.აბა სერია "ა" საუკეთესო მოთამაშეს ნაკრებში რომ იძახებ არ უნდა ასწავლო რომ მსაჯთან კამათი არც ნაკრებში შეიძლება და მითუმეტეს არაფრის მომცემ წაგებულ მატჩში
ვატო
12:31 21-11-2023
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული