კვარაცხელიას მალე "ნაპოლი" გასამრჯელოს სერიოზულად მოუმატებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, საქართველოს ნაკრებში თავდაუზოგავად დაიხარჯა, ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. დარწმუნებული ვართ, მან არ იცოდა, თუ შესარჩევ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები გადაჰყვებოდა, ამის თაობაზე არავინ წინასწარ არ გააფრთხილა და ეს წარმოუდგენელი დაუდევრობაა.

სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი "ნაპოლიში" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, მხოლოდ 1.2 მილიონ ევროს იღებს, რაც სრული ნონსენსია. ბევრჯერ დაიწერა კონტრაქტის პირობების გადახედვის შესახებ, თუმცა ეს ჯერ არ განხორციელებულა.

გუშინ "კორიერე დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია,
რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, ხოლო ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ "ტვიტერზე" დაწერა, რომ სულ მალე ქართველ ვარსკვლავს ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე (შეიძლება 2029 წლამდეც) გაუგრძელებენ, ხელფასს კი 4 მილიონამდე გაუზრდიან.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეგ სპეკულიანტი ლაურენტისი თქვენი კაკანით უმატებ უბრალოდ ჯუღელის დოყლაპიობით?ან პირდაპირი კორ თანხმობით ბიჭი გაყიდა ისე,რომ გამოსყიდვის ზღვარი არ დააფიქსირა.რომაული გემზე გალერის მონად გაყიდა ბიჭი და ამაზე ეს,,სპორტ ჟურნალისტები კუდის ქიცინით ბაასობთ.სულში გაყიდულები ხართ.
დევი.
16:08 23-11-2023
0
როგორ შეაკიკინეთ ამ კვარაცხელიათი! კვარცხელსაიტია თუ რა ჯანდაბაა?
ვააა?
18:09 21-11-2023
32
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული