კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე 30 ნომინანტს შორის დასახელდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ყოველწლიური პრესტიჟული პრემიის 30 ნომინანტს შორის დასახელდა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე, კვარაცხელიას გარდა, ნიკოლო ბარელა, ხულიან ალვარესი, ჯუდ ბელინგემი, ქარიმ ბენზემა, კევინ დე ბრუინი, იასინ ბუნუ, რუბენ დიასი, ედერსონი, ფილ ფოდენი, ჯეკ გრილიში, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, ერლინ ჰოლანი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, რობერტ ლევანდოვსკი, ლაუტარო მარტინესი, ლიონელ მესი, კიმ მინ ჯე, ლუკა მოდრიჩი, მარტინ ედეგორი, ანდრე ონანა, ვიქტორ ოსიმენი, როდრი, კრიშტიანო რონალდო, ბუკაიო საკა, ვინისიუსი, ბერნარდო სილვა და მოჰამედ
სალაჰი არიან წარდგენილი.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინაციაში მე-17 ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გრილიშს რა ჩემი მზე უნდა მანდ
შაკო
22 ნოემბერი 2023 10:07
0
საერთოდაც ვინ და რომელი ქვეყანა აჯილდოვებს?
საინტერესოა
21 ნოემბერი 2023 19:08
2
ხომ უწერიათ: წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე
იპოლიტე
21 ნოემბერი 2023 18:20
1
ეგ წავიკითხე, მაგრამ თვითონ ამ ჯილდოს თუ პრიზის მნიშვნელობა მაინტერესებს. ლევანი.
იპოლიტეს
21 ნოემბერი 2023 18:28
1
სერიოზულად გეკითხებით და გამარკვიეთ, რა ჯილდოზეა ლაპარაკი?
არ გაატაროთ. ლევანი
21 ნოემბერი 2023 18:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული