კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე 30 ნომინანტს შორის დასახელდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ყოველწლიური პრესტიჟული პრემიის 30 ნომინანტს შორის დასახელდა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე, კვარაცხელიას გარდა, ნიკოლო ბარელა, ხულიან ალვარესი, ჯუდ ბელინგემი, ქარიმ ბენზემა, კევინ დე ბრუინი, იასინ ბუნუ, რუბენ დიასი, ედერსონი, ფილ ფოდენი, ჯეკ გრილიში, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, ერლინ ჰოლანი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, რობერტ ლევანდოვსკი, ლაუტარო მარტინესი, ლიონელ მესი, კიმ მინ ჯე, ლუკა მოდრიჩი, მარტინ ედეგორი, ანდრე ონანა, ვიქტორ ოსიმენი, როდრი, კრიშტიანო რონალდო, ბუკაიო საკა, ვინისიუსი, ბერნარდო სილვა და მოჰამედ
სალაჰი არიან წარდგენილი.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინაციაში მე-17 ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხომ უწერიათ: წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე
იპოლიტე
18:20 21-11-2023
1
სერიოზულად გეკითხებით და გამარკვიეთ, რა ჯილდოზეა ლაპარაკი?
არ გაატაროთ. ლევანი
18:15 21-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული