"ფეხბურთი ამიტომაა საინტერესო თამაში" - კალაძე ხვიჩას დანაკლისს გამოეხმაურა

AutoSharing Option
კახა კალაძე "ერთა ლიგის" ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისს გამოეხმაურა:

"ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ფეხბურთი ამიტომაა ასეთი საინტერესო, რომ ასეთი რაღაცეები ხდება. "კვარა", რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის არის ლიდერი, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს თერთმეტი მინდორზე და მიუხედავად იმისა, რომ "კვარა" ვერ დაეხმარება ნაკრებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოვიპოვოთ.

მინ
და გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და დარწმუნებული ვარ და შედეგიც იქნება, იმიტომ, რომ მართლაც ვიმსახურებთ, კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდია და ბევრი ახალგაზრდა გვყავს. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება".

შეგახსენებთ, ზედიზედ 3 მატჩში მიღებული ყვითელი ბარათის მიღების გამო ხვიჩამ დისკვალიფიკაცია მიიღო და "ერთა ლიგის" ნახევარფინალში ლუქსემბურგთან მნიშვნელოვან შეხვედრას გამოტოვებს.

altარაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!


მკითხველის კომენტარები / 104 /
აი ეხლა ამ ქომენტარზე რა უნდა თქვა, არ ვიციი ! ესე იგი ფეხბურთი იმიტომ არის საინტერესო თურმე, რომ 30 წლის ლოდინის შემდეგ გაჩენილი შანსი, ვიღაცეების დილეტანტიზმისა და უპასუხისმგებლობის გამო , უკვე მეორედაც ქარს უნდა გავატანოოთ? მასე კვარას გარეშე მაკედონიისთვისაც უნდა მოგვეგოო, შეგახსენოთ ანგარიშიი ?
ATP 16
13:55 22-11-2023
7
წადი ბასლაინები დახატე არა შენი საქმე ფეღბურთი...შენაირებით რო გვყავს ავსებული ფედერაცია მაგიტომაა კვარა რო არ თამაშობს
სიმართლე
13:52 22-11-2023
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული