კვარაცხელია დღეს ბერგამოში - ახალი მწვრთნელით, შედეგიანი სანაკრებო მატჩებით და მარიო რუის გარეშე...

AutoSharing Option
ვალტერ მაცარის მოქმედ ჩემპიონ "ნაპოლიში" დაბრუნება დღეს, 25 ნოემბერს, ჩვენი დროით 21:00 საათზე ბერგამოში, "ატალანტასთან" შედგება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს 1 ქულითა და ამდენივე ადგილით ჩამორჩება.

ათქულიანი სხვაობა "ინტერთან", რუდი გარსიას ბოლო აკორდი, საშინაო მარცხი (0:1) "ემპოლისთან" და ეს საკმარისი აღმოჩნდა დე ლაურენტისისთვის, მისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდო მწვრთნელს, მაცარის დაკავშირებოდა. ის დაახლოებით 4 წელი მუშაობდა ნეაპოლში. იყო ბევრი კარგი მატჩი, ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასის მოგება. წინ არაერთი საქმეა!.. "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე ახლა საშინლად გამოდის, ძველ-ახალი თავკაცის დებიუტი კი სტუმრად
შედგება. მომდევნო მატჩებსაც გადავხედოთ - "რეალი", "ინტერი", "იუვენტუსი"...

Sportall.Ge

ზედიზედ ოთხი შეხვედრაა, ნეაპოლელები ბერგამოელებს ამარცხებენ. გასულ სეზონში საუკეთესოდ აღიარებული გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ სწორედ მათ გაუტანა - ოსიმენის პასი მიიღო და ნახევარი გუნდი გააბითურა. ბერგამოში "კვარა" პირველად ითამაშებს, "ლივერპულთან" მიღებული დაზიანების გამო შარშან არ ყოფილა.

"ატალანტა" საშინაო მატჩებში ყველაზე ცოტას უშვებს. ოსიმენმა, ზელინსკიმ და მეკარე მერეტმა სრულად ივარჯიშეს. მარიო რუის ტრავმა იმას ნიშნავს, მარცხნივ ოლივერას ვნახავთ. ახლა ყველაზე საინტერესო ისაა, ახალი თავკაცი მისთვის საყვარელ 3-მცველიან ტაქტიკას თუ გამოიყენებს და რა პოზიციაზე ვნახავთ ქართველ გარემარბს, რომელსაც შესანიშნავი სანაკრებო შეხვედრები ჰქონდა. "მილანის" საკუთრებაში მყოფი ბელგიელი შარლ დე კეტელაარი იმედოვნებს, რომ მომჯობინებას მოახერხებს და ჩემპიონებს დაუპირისპირდება.

შეხვედრას მარიანი განსჯის.

altESPN: კვარაცხელიას შეძენა "ჩელსის" გაუჭირდება - "სიტი" გააქტიურდა

მკითხველის კომენტარები / 13 /
რასპადორის რომ ფეხები აქვს ზუსტად ეგეთი ფეხები უნდა ქონდეს თანამედროვე ფეხბურთელს და არა ისეთი შუშის ბევრ ჩვენ ფეხბურთელს რომ აქვს და ოდნავ შეხებაზეც მძიმე ტრავმებს იკიდებენ (ჩაკვეტაძის მაგალითი გავიხსენოთ ან კიტეიშვილის წამდაუწუმი ტრავმები და სხვა) სხვათა შორის კვარასაც ასეთი ძლიერი ფეხები აქვს და მადლობა ამისთვის "რუბინის" ფიზმომზადების ესპანელ მწვრთნელებს ! იმათგან ერთერთი ეხლა ხვიჩას პირადი ფიზმომზადების მწვრთნელია და ამ მხრივ მშვიდად ვარ (სამჯერ გადავაფურთხე მარცხნივ D)
zura222
16:19 25-11-2023
1
კვარა მინიმუმ გოლსაც გაიტანს და საგოლე პასსაც გააკეთებს ! მაგრამ მე ისიც მაგრა მაინტერესებს კიდევ გააგრძელებს მსაჯთან და მეტოქეებთან ჩხუბს თუ დასკვნები გააკეთა და გამოსწორდა ?
zura222
16:11 25-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული