ათქულიანი სხვაობა "ინტერთან", რუდი გარსიას ბოლო აკორდი, საშინაო მარცხი (0:1) "ემპოლისთან" და ეს საკმარისი აღმოჩნდა დე ლაურენტისისთვის, მისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდო მწვრთნელს, მაცარის დაკავშირებოდა. ის დაახლოებით 4 წელი მუშაობდა ნეაპოლში. იყო ბევრი კარგი მატჩი, ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასის მოგება. წინ არაერთი საქმეა!.. "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე ახლა საშინლად გამოდის, ძველ-ახალი თავკაცის დებიუტი კი სტუმრად
ზედიზედ ოთხი შეხვედრაა, ნეაპოლელები ბერგამოელებს ამარცხებენ. გასულ სეზონში საუკეთესოდ აღიარებული გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ სწორედ მათ გაუტანა - ოსიმენის პასი მიიღო და ნახევარი გუნდი გააბითურა. ბერგამოში "კვარა" პირველად ითამაშებს, "ლივერპულთან" მიღებული დაზიანების გამო შარშან არ ყოფილა.
"ატალანტა" საშინაო მატჩებში ყველაზე ცოტას უშვებს. ოსიმენმა, ზელინსკიმ და მეკარე მერეტმა სრულად ივარჯიშეს. მარიო რუის ტრავმა იმას ნიშნავს, მარცხნივ ოლივერას ვნახავთ. ახლა ყველაზე საინტერესო ისაა, ახალი თავკაცი მისთვის საყვარელ 3-მცველიან ტაქტიკას თუ გამოიყენებს და რა პოზიციაზე ვნახავთ ქართველ გარემარბს, რომელსაც შესანიშნავი სანაკრებო შეხვედრები ჰქონდა. "მილანის" საკუთრებაში მყოფი ბელგიელი შარლ დე კეტელაარი იმედოვნებს, რომ მომჯობინებას მოახერხებს და ჩემპიონებს დაუპირისპირდება.
შეხვედრას მარიანი განსჯის.
ESPN: კვარაცხელიას შეძენა "ჩელსის" გაუჭირდება - "სიტი" გააქტიურდა