"ლავეცი "კვარასავით" ამას ვერ აკეთებდა" - მაცარიმ ქართველის თამაშზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
25 ნოემბერს სერია A-ს მე-13 ტურში "ნაპოლი" ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდება. Areanapoli-ს ცნობით, თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ტრავმა მოირჩინა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მატჩის განაცხადში იქნება და არ არის გამორიცხული, ახალმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ შეცვლაზე შეუშვას.

Spazionapoli კი იტყობინება, რომ ორი აბსოლუტური ლიდერის მომავალ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში თამაში გადამწყვეტი იქნება და მაცარი ქართველს ესაუბრა, აუხსნა, როგორ აპირებს მისი უნარების გამოყენებას, მეტადრე ბურთის ფლობისას, არ შეზღუდავს, უთხრა რას მოითხოვს მისგან უბურთოდ თამაშისას, ეს ყველაფერი ხარისხის და გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდება და შეეცდება იგივე გააკეთოს, რასაც ნეაპოლურ
გუნდში ესეკილ ლავეცისთან მიმართებაში ითხოვდა.

მატჩიწინა პრესკონფერენციაზე მაცარის სწორედ კვარაცხელიას და ლავეცის მსგავსებაზე დაუსვეს კითხვა. "ერთი და იგივე პოზიციაზე თამაშობენ, მახასიათებლები სხვადასხვაა. ლავეცი უკან არ ბრუნდებოდა, როგორც ამას "კვარა" აკეთებს, საამისოდ ძალა არ ჰქონდა, მაშინ სხვა ფეხბურთი იყო, მათი შედარება არ შეიძლება, ეს ორი განსხვავებული მოთამაშეა. შეტევისას ხარისხით კი მსგავსები არიან, თუმცა ქართველი უფრო თავისუფლად მოქმედებს და გუნდს ეხმარება", - უპასუხა მაცარიმ.

"ნაპოლის" 18-დღიან ინტერვალში 5 მატჩი ელის - "ატალანტასთან", "რეალთან", "ინტერთან", "იუვენტუსთან" და "ბრაგასთან" და ეს პერიოდი შეიძლება გუნდისთვის სეზონში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ადრეც დავწერე აქ ამაზე. ერთი დიზლაიკების ავტორების თავში ჩამახედა-- რა არ მოეწონათ ამ სტატიის ავტორში, როგორ მოგვაწოდა მაძარის აზრი, ან იქნებ არასწორად თარგმნა იტალიურიდან, იტალიურის სპეციალისტები იქნებიან უთუოდ? მაგრამ მაინც რატომღაც უფრო მგონია რომ ქრონიკული წყლული გაეხსნათ კვარაცხელია რომ სხვა ფეხბურთელს ერთ რამეში მაინც რომ ამჯობინეს მეჟდუნაროდნი მასშტაბში, რაიონულში კი არა))) დაიმართებენ რამეს ესენი ბოლო ბოლო)))
გიორგი
14:27 25-11-2023
0

სიახლეები პოპულარული