"ფროზინონემ" შეიძლება კვერნაძე იჯარით გაუშვას

AutoSharing Option
Tuttofrosinone იტყობინება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ფროზინონეს“ სპორტული დირექტორი გვიდო ანჯელოცი გუნდის გადახალისებას გეგმავს და შესაძლოა, გიორგი კვერნაძე სხვა გუნდში გაუშვან, რომელმაც ჩემპიონატზე და თასზე 4 მატჩში საერთო ჯამში 122 წუთი ითამაშა.

roma.metropolitanmagazine-ს ცნობით, „ფროზინონე“ საჭირო ფეხბურთელების დასამატებლად იმათ დაემშვიდობება, რომელთაც ნაკლებად იყენებს. კერძოდ, ურუგვაელ თავდამსხმელ ხაიმე ბაესს კონტრაქტი ივნისამდე აქვს გაფორმებული, ჯერ არ გაუგრძელეს და თუ სიტუაცია არ შეიცვალა, იანვარში გაყიდიან. კარლო ლულიჩს, მეჰდი ბურაბიას და სოფიან ბიდაუის, სავარაუდოდ, ტრანსფერზე დააყენებენ. რაც შეეხება კვერნაძეს, ქართველზე მომავალში იმედებს ამყარებენ და
შეეცდებიან იჯარით სერია B-ს რომელიმე გუნდში გაუშვან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ხომ იჯარითა აქ? იჯარისიჯარა შეიძლება? ყველა უცნაურობა ჩვენ რავა გვჭირს კაცოოოოოოოოოოო.
გოგია თოფაძე
18:35 25-11-2023
1
თუ სტრანსფერო ფანჯარის ფანჯარა გაიხსნება(ანუ ფორჩოტკა) მაშინ იჯარის იჯარაც შესაძლებელი იქნება.

ფანჯარის ფანჯარა, იჯარის იჯარა
გოგია თოფაძემ სულ ტყუილად იჯავრა
გოგია თოფაძე-ს
19:58 25-11-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული