"ფროზინონემ" შეიძლება კვერნაძე იჯარით გაუშვას

AutoSharing Option
Tuttofrosinone იტყობინება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ფროზინონეს“ სპორტული დირექტორი გვიდო ანჯელოცი გუნდის გადახალისებას გეგმავს და შესაძლოა, გიორგი კვერნაძე სხვა გუნდში გაუშვან, რომელმაც ჩემპიონატზე და თასზე 4 მატჩში საერთო ჯამში 122 წუთი ითამაშა.

roma.metropolitanmagazine-ს ცნობით, „ფროზინონე“ საჭირო ფეხბურთელების დასამატებლად იმათ დაემშვიდობება, რომელთაც ნაკლებად იყენებს. კერძოდ, ურუგვაელ თავდამსხმელ ხაიმე ბაესს კონტრაქტი ივნისამდე აქვს გაფორმებული, ჯერ არ გაუგრძელეს და თუ სიტუაცია არ შეიცვალა, იანვარში გაყიდიან. კარლო ლულიჩს, მეჰდი ბურაბიას და სოფიან ბიდაუის, სავარაუდოდ, ტრანსფერზე დააყენებენ. რაც შეეხება კვერნაძეს, ქართველზე მომავალში იმედებს ამყარებენ და
შეეცდებიან იჯარით სერია B-ს რომელიმე გუნდში გაუშვან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
საერთოდ როგორ მოხვდა მანდ ერთიეს და მეორე პარკაძე იქ ეგაა ჯერ კიდვ გამოცანა თორე ვერცერთი რო ვერ მოიკიდებდა ფეხს და მოუწევდა ისევ უკუსვლა ამაში 100 ვიყავი დარწმუნებული! ისე პრესს ვიღავ მაგარი უფინანსებს, იმის მეათედს აკეთებდეს რასაც ამათ აპიარებენ მართლა კვარა 2 იქნებოდა, მაგრამ....
ბეჟო
12:12 26-11-2023
3
არავითარ შემთხვევაში, ცოტა კიდევ მოთმინება ბრძოლა და მიიღებს შანსს ძირითადშუ. თუ სადმე წავა ისევ სერია A ს გუნდში, არავითარი სერია B თან სხვა გუნდში. მაგას ჯობია იყოს ფროზინონეში და ხანდახან ითამაშოს ახალგაზრდულში. ისე უცნაურია რატომ არ ათამაშებენ თან აქებს მწვრთნელი მაგარიაო ფიზიკაც მაგარი აქვსო მაგრამ ჯერ არ ვათამაშებო
Sole mio
21:36 25-11-2023
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული