ლა ლიგის მეთოთხმეტე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „სელტას“ დაუზავდა - 0:0.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, სტუმრებმა ორი მომენტი ვერ გამოიყენეს: ერთი მამარდაშვილის შეცდომის შემდეგ და მეორე, როდესაც ლარსენმა თავურით მიზანს ვერ უწია. მეორე ტაიმშიც ბევრი იყო ბრძოლა, ცოტა მომენტები და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
„ვალენსია“ 19 ქულით მეცხრე ადგილზეა და 2 დეკემბერს გასვლაზე „ჟირონას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - სელტა 0:0
PS. ქვემოთ კომენტარის ავტორს, თუ გნებავთ ბოროტი მეძახეთ თუ გნებავთ ნაცი(ორივე პირადი შეურაწყოფაა და არაუშავს), მთავარია ქოცი არ დამიძახოთ რაც ავტომატურად ქვეყნის ღალატს ნიშნავს!