"ხვიჩას დღეს ეს ვთხოვე... რაც შეეხება "კვარასთან" ჩახუტებას და კოცნას..." - რა თქვა მატჩის შემდეგ მაცარიმ ქართველზე

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ატალანტა" 2:1 დაამარცხა, ერთი გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რითაც მატჩში ანგარიში გახსნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "პარტენოპეის" ახალმა თავკაცმა ვალტერ მაცარიმ Dazn-თან საუბარში ქართველის შესახებ თქვა:

"კვარას დღეს მე ვთხოვე უფრო მეტ ფართობზე ეთამაშა, გამაომდინარე "ატლანტას" ფიზიკური შესაძლებლობებიდან.

ის მატჩის დროს პოლიტანოსთან იკვეთებოდა. შეხვედრაში რამდენიმე ცვლილება გაკეთდა, რომ თამაში ხვიჩაზე მოგვერგო.

ვიმედოვნებ, რომ მეტი დრო მექნება ის გავწვრთვნა და ავუხსნა დეტალები. ჩახუტება კოცნა ხვიჩასთან? სასიამოვნო იყო, გრძნობა დაიბადა ჩემს ფეხბურთელებთან", - თქვა მაცარიმ.

alt

"მსგავსი სურათი ხვიჩასა და მის ძველ მწვრთნელზე არასდროს გვინახავს" - რა ფოტო ვრცელდება კვარაცხელიასა და მაცარის შესახებ [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 16 /
ბასტა,მაგ ქვეყანაში თამაში არ შეიძლება
დევი
28 ნოემბერი 2023 05:29
1
არც არასოდეს მიყვარდა და საერთოდ შემძულდა ეს ატალანტა. თანბარ მინდა ჯერ ხვიჩას წასვლა , არადა როგორ ცდილობენ გატრამვონ ეს ნაბო.ვრები!
კახა
26 ნოემბერი 2023 20:46
2
თუ ასე უხეშად გააგრძელეს მის წინააღმდეგ თამაში არ დასრულდება კარგად. რანდენს უნდა გაუძლოს. ისწავლეს რაც შეიძლება ბევრჯერ ჩაარტყან. ძაან მოხშირდა ბოლობ დროს ტრავმები და ისე მეშინია. სულ ზღვარზეა, სულ
Spain
26 ნოემბერი 2023 13:24
5
არაა ეგრე. ძალოსნური სპორტები არსებობს და იქ დაკავდნენ ვისაც ფეხბურთში ტრავმის ზღვარზე თამაში მოსწონს. ერთ წლიან ტრავმებს რომ იღებენ და მერე ორი წელი ფორმაში შესვლას უნდებიან, ეგეთი რამეები ვისაც მოგწონთ, ჯობია სხვა სპორტის სახეობას უყუროთ!
Spain
26 ნოემბერი 2023 17:36
3
ფეხბურთი მეგობარო უხეშობა ადრე რომ იყო ისე დღეს აღარ ხდება ხელშეუხებლად თამაში კიდევ სხვა სპორტია ხან კვარას მოარტყამენ ხან კვა მოარტყამს :)))
თაზო
26 ნოემბერი 2023 14:19
15
რასპადორი არის ნაპოლის სირცხვილი, მე-5 წუთზევე შესაცვლელი იყო!
NAPOLI!
26 ნოემბერი 2023 12:48
21
მსაჯი იყო ნაგავი,ხოლო მარჯვენა მცველი გასალახავი.
ჯუჯი
26 ნოემბერი 2023 11:55
2
სტო პრო:) მარტიდავ და გენიალურად:) ერთი სამჯერ იყო გასაგდები
დინამიტი
26 ნოემბერი 2023 16:00
4
ხვიჩას აქ ეს თვისება- სწრაფად პას მიცემს, საჯარიმოსკენ დაიძვრება იმავე ფეხბურთელისგან უკან პასვე ითხოვს სად არის პასი... გამოტვინებული თანაგუნდელები ვერ უგებენ
ფეხბურთი
26 ნოემბერი 2023 10:52
3
იმ ადამიანებს ვეთანხმები 100 % ვინც ფიქრობს რომ ხვიჩამ უკან არ უნდა ირბინოს და მსგავსად სხვა ვარსკვლავებისა უნდა გათავისუფლდეს უკან სირბილისგან. მაგრამ აქ უკვე 1 დიდი პრობლემაა. ნაპოლის არ ყავს ისეთი დაცვა და ნახევარდაცვა როგორიც რეალს, სიტის, ლივერპულს, და ბარსელონას ყავდა მესისი დროს. ხვიჩა უნდა გადავიდეს უკეთეს გუნდში. ღმერთი შენსკენ ჩვენო ვაჟკაცო.
roma bejanidze
26 ნოემბერი 2023 09:49
2
კაი შებერტყილი იტალიელი ჩანს ეს ჩვენი მაცარონე, ეტყობა ისე იქნება რა ურთიერთობას არავისთან გაიფიჭებს, ფეხბურთელებსაც გაუსწორებს, ლაურენტესსაც და თავის საქმესაც შეაპარებს, ეგწთი ტიპი ჩანს , გუნდში სიტუაციას დაალაგებს და ეს დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს , თვითონ ამის ფეხბურთის და მწვრთნელობის რა გითხრათ არ ვიცი მაგრამ ფაქტია ჩვენზე მეტი გამოცდილება და ცოდნა რომ აქვს ეგ კი ასეაა ძმებო , წარმატებები მაცარელა , კვაცარელა ოსიმენსა და ლავრენტელას )))
გ.შ. მოცლილი
26 ნოემბერი 2023 09:23
2
ნაკლები სირბილი დაცვაში და მეტი ენერგია- არეალი შეტევაში.
პავლოვიჩი.
26 ნოემბერი 2023 04:56
2
მაინც დადო თამაში მაგრამ მაინც ვფიქრობ არ იყენებენ რა სწორად, ზედმეტად ღლიან უკან სირბილით და შეტევაში ტემპს და ხარისხს კარგავს. იყო ეპიზოდები სივრცე ვერ გამოიყენა ვერ წაიღო არ ყოფნის გამძლეობა წინაც შექმენი თამაში და უკანაც ირბინე მცველივით ენერგიას აცლის. როგორც ნაკრებშია დასვენებული დაცვითი ფუნქციებისგან ისე უნდა გაათავისუფლონ. ვიღაც არ გამომიხტეს ეხლა თანამედროვე ფეხბურთი ეგეთია ყველა იცავს თავს და ბლა ბლა ბლები. მესის ან რონალდოს დაპრესინგებული ვინმე სად გინახავთ ან ნებისმიერი სტარის, მაგისთვის ყავთ უკან შავი მუშები, ან ვინიციუსი თამაშობს დაცვას თუ მბაპე და ლეაო არცერთი. როგორაც იყენებენ ისეთ შედეგებს დებს კვარას უფრო მეტი შეუძლია ბევრად. ნუ აპახავებენ იმ დაცვაში მისცენ სრული კარტბლანში შეტევის მთელ არეალზე და ნახავენ რა სტატისტიკის დადება შეუძლია კვარას და ეს სწორედ ასეც იქნება. მაძარის ეს უკვე "მოტვინულიც" ექნება და იმედია მომდევნო თამაშებიდან ხვიჩას ამას დაავალებს.
Alegro
26 ნოემბერი 2023 01:27
13
იმათ დაცვაში მხეცები ჰყავთ,ნაპოლიში კი,ჟესუსის იმედი უნდა გქონდეს თუ მარიო რუის?როგორც გიჭირდეს,ისე გიღირდესო,ნათქვამია.არც ხვიჩას ენდომება,ერთი გოლი გაიტანოს,მაგრამ გუნდმა ორი გაუშვას.ნაპოლი დიდი გუნდი არ არის,რომ ტოპ მცველები იყიდოს.პირიქით,თვითონ ჰყიდის.
სოსო
26 ნოემბერი 2023 09:10
2
გეთანხმები, თუმცა მაცარის ტაქტიკა მაშინებს ცოტა. მესმის,რომ მისი პირველი თამაში იყო,მაგრამ ვერ ათამაშა გუნდი ძველებურად. ნაპოლი არ იყო დომინანტი,ისე როგორც სპალეტის დროს. ვნახოთ, რას იზამს ვალტერა))) კვარა კი შეუდარებელი იყო მიუხედავად იმისა, რომ დაცვით ოპერაციებში აქტიურად მონაწილეობდა
დუდუ
26 ნოემბერი 2023 06:28
3
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული