კვარაცხელია კონტეს ხელში მაინც ითამაშებს სხვა პოზიციაზე? - ტაქტიკის შეცვლას მაშინ ამაოდ ველოდით...

AutoSharing Option
გასულ სეზონში "ნაპოლიში" ვალტერ მაცარის დანიშვნას იმედიანად შევხვდით - შედეგების გაუმჯობესების გარდა, ისიც გვეგონა, ტაქტიკური სქემა შეიცვლებოდა და ხვიჩა კვარაცხელიას  მხოლოდ ფლანგზე არ ვნახავდით. დასაწყისი ორივე მიმართულებით კარგი იყო, კრიზისში მყოფმა ნეაპოლელებმა მოიგეს, ხოლო "კვარამ"  ფორვარდის პოზიციიდან თავით, გამარჯვების გოლი გაიტანა.  ამას სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია (რამდენიმე გამონაკლისის გარდა). როგორც ამბობდნენ, პრეზიდენტ დე ლაურენტისის მოთხოვნით, გუნდი მხოლოდ 4 მცველითა და 3 შემტევით ასპარეზობდა. ეს საკითხი აქტუალური ისევ გახდა, რადგან "ნაპოლის" ახალი დამრიგებელი ანტონიო კონტე 3 უკანახაზელით თამაშობს.

Sportall.ge ზაფხულის შესვენების
დროს კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2023 წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნდა...

"ნაპოლის" მორიგი მატჩი მრავალმხრივი ყურადღების ქვეშ იყო - მწვრთნელის შეცვლა, კრიზისში მყოფი გუნდი და მოახლოებული რთული შეხვედრები. "ატალანტასთან" სტუმრად (2:1) გამარჯვებამ სათქმელიც ბევრი დააგროვა...

ვალტერ მაცარიმ დასახული ამოცანა წარმატებით გადაჭრა და მისთვის ახლა ეს მთავარი იყო, თუმცა, თუკი მწვრთნელსა და გუნდს მეტი სურთ, ამისთვის ბევრი რამის გათვალისწინება უნდა მოხდეს, მათ შორის, როგორც წინამორბედის, ასევე სპალეტის დროიდან. ჯერჯერობით რაც გამოჩნდა, "ნაპოლის" დამრიგებელი იმის დამტკიცებას აპირებს, რომ გუნდში ბოლოს მთავარი პრობლემა მწვრთნელი იყო და არა ტაქტიკური სქემა. შესაბამისად, ის, ფაქტობრივად, იმავე სისტემით აპირებს, ახლო წარსულის დიდებას დაუბრუნდეს. რა თქმა უნდა, ერთი მატჩი ყველაფერს ვერ გვეტყვის, მაგრამ თუკი მაცარის თავისი საყვარელი სქემის შემოტანა სურდა, როგორც იტყვიან, ამისთვის ალჩუზე დაუჯდა. რას ვგულისხმობთ? - მატიას ოლივერას ტრავმის შემდეგ გუნდი ნომინალური მარცხენაფლანგელის გარეშე დარჩა და ამ პოზიციაზე ამპლუით ცენტრში მოთამაშე ჟესუსი ვნახეთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი ფრთიდან შეტევაში დამხმარე, სივრცეების განმათავისუფლებელი არ ჰყავდა, ამავდროულად კი, ქართველს დაცვაშიც აქტიური მუშაობა უწევდა. არაოფიციალურად ისე გამოვიდა, ნეაპოლელები 3 ცენტრალური მცველით ასპარეზობდნენ, ხვიჩა კი მთელ ფლანგს აკონტროლებდა. უკვე ვიცით, რომ ყველაფერი ეს ქართველისთვის იდეალური არაა და შეტევაში გარკვეულ უნარებს ართმევს.

Sportall.Ge

თუკი ამპლუის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ვილი სანიოლის მოწადინებით, კვარაცხელია, როგორც ფორვარდი ვნახეთ - ძალიან ცივსისხლიანიც და შედეგიანიც. უნდა ვაღიაროთ, თავიდან ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად ვუყურებდით. ხვიჩამ ფორვარდის უნარები ამ შეხვედრაშიც გამოაჩინა, საჯარიმოში კარგად შევიდა, პოზიცია სწორად შეარჩია და გაიტანა. სულ ცოტა ხნის წინ აღვნიშნავდით, რომ "კვარას" გადამწყვეტი დარტყმების შესრულება რამდენიმე შეხვედრაში გაუჭირდა, მაგრამ ობიექტურად რომ გავაანალიზოთ, მთელი მატჩის განმავლობაში არაფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე გარემარბს, რომელიც ბევრ ენერგიას ხარჯავს, "ენდშპილში" გადამწყვეტი დარტყმისთვის იქნებ ძალებიც არ ჰყოფნიდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირიც კი იყო, მოედანზე ოსიმენის გამოჩენამდე მაინც, ჩვენებურს რატომ არ მიეცა საშუალება, მეტოქის საჯარიმოში ყველაზე შორს ემოქმედა. იგრძნობოდა, ახალი მწვრთნელი 77-ე ნომრის მნიშვნელობას ზუსტად იაზრებს და ბევრს აკეთებს იმისთვის, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბუთელს ყველა პირობა შეუქმნას, რათა მან მეტი სივრცე იპოვოს, ნახევარდაცვა შესაბამისად აათამაშოს (რაც მატჩის ძირითად ნაწილში პრობლემური იყო), თუმცა, ამ მხრივ, კიდევ უფრო მეტის რესურსი არსებობს...

ბოლო მოვლენების შემდეგ, მსაჯებთან თავშეკავებული კვარაცხელია ვნახეთ. ხვიჩას ფეხებში მართლაც ბევრი მოხვდა და ამას არბიტრებისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. ქართველი გარემარბი ფიზიკურად კარგ ფორმაშია, თუმცა ყველა ასეთი უხეშობა საფრთხის შემცველია. ამავდროულად, "კვარა" მაქსიმალურად უნდა ერიდოს ზედმეტი ემოციურობის გამოვლენას.
ამ დროს, გაფრთხილების საშიშროებას რომ შევეშვათ, ის უბრალოდ არასასურველი ენერგიით იმუხტება. ხვიჩა კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს და მაქსიმალურად მაღალი მიზნების დაპყრობა სურს. ნეაპოლელთა გამარჯვების გოლში გამართლებამაც თავისი წვლილი შეიტანა, მათი ახალი მწვრთნელის საქმიანობის შესაფასებლად კი ბევრი დრო გვექნება - წინ ურთულესი მატჩებია!..

altკვარაცხელიამ გაიტანა - "ნაპოლიმ" ბერგამოში მძიმე მატჩში გაიმარჯვა [VIDEO]

alt"მსგავსი სურათი ხვიჩასა და მის ძველ მწვრთნელზე არასდროს გვინახავს" - რა ფოტო ვრცელდება კვარაცხელიასა და მაცარის შესახებ [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 36 /
მთავარია სწრაფი თამაში ისწავლოს ერთი საათი რომ თამაშობს გაორებული თავით და ვერ გაუგია პასი როდის მისცეს და კარში როდის დაარტყას...ისეთი პოზიცია უნდა სადაც გაორება არ დაემართება და არ დაიბნევა
გიო
27 ივლისი 2024 10:40
1
მერე და სად წაიკითხე რომ კალაძე მალდინის ან ნესტას ადგილზე თამაშობდა? ))) აქ საუბარი ავტორიტეტობაზეა. კი ბატონო, შეიძლება ბოლოს მესამე კაპიტანიც იყო, მაგრამ ხომ ფაქტია რომ კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს? ეგ კი არა და გენუაშიც არ იყო სულ ძირითადში. სპორტალ, ფედერაციის და კალაძის ტროლ-ბოტზე კომენტარს რატომ არ მიქვეყნებთ?
ეეე-ს
26 ივლისი 2024 19:38
8
Asaki rom moemata amas ar ityvi xo:))))sad 23 da 33 weli magari shedarebaa...
L.J .
26 ივლისი 2024 22:23
0
1000% )))
პატრიოტი-ს
26 ივლისი 2024 18:57
1
ვეთანხმები ლაშა-ს და არა ლაშას, განა შეიძლება შედარება? კახა ხშირად ვერ ხვდებოდა ძირითადში, ხან მალდინი ამოაგდებდა, ხან სერჟინიო, ხან სხვა ვინმე, გაიხსენეთ ლივერპულთან ფინალი, როცა ძირითადში დავინახავდი ძალიან მიხაროდა. ახლა სიხარული ხვიჩას გოლზე მაქვს ხოლმე, მაშინ ვნერვიულობდი, როცა კახას კაცი გასცდებოდა, ახლა- თუ ხვიჩა კაცს ვერ გაცდება, მე ყველა ქართველის წარმატება მიხარია, ფეხბურთის საყურებლად მოსკოვსა და ტაშკენტში ჩავდიოდი, პელეც მინახავს მესხიც და გიორგი სიჭინავაც, რომელიც არაფრით ჩამორჩებოდა მაშინელდელ ბრაზილიელებს, მესხი კი პირველი იყო თავის პოზიციაზე, ასე, რომ ფეხბურთია ჩვენი თამაში, ქუჩის ფეხბურთით იზრდებოდნენ ტალანტები, პირველ სკოლასთან მეც გამიგორებია ასფალტზე ბურთი, ახლა ეს შეუძლებელია, ხელშეყყობაა საჭირო, მინდვრის მოედნები, სექციები, უფასო სწავლება სოფლებში ...
პატრიოტი
26 ივლისი 2024 18:12
2
ვეთანხმები ლაშა-ს და არა ლაშას, განა შეიძლება შედარება? კახა ხშირად ვერ ხვდებოდა ძირითადში, ხან მალდინი ამოაგდებდა, ხან სერჟინიო, ხან სხვა ვინმე, გაიხსენეთ ლივერპულთან ფინალი, როცა ძირითადში დავინახავდი ძალიან მიხაროდა. ახლა სიხარული ხვიჩას გოლზე მაქვს ხოლმე, მაშინ ვნერვიულობდი, როცა კახას კაცი გასცდებოდა, ახლა- თუ ხვიჩა კაცს ვერ გაცდება, მე ყველა ქართველის წარმატება მიხარია, ფეხბურთის საყურებლად მოსკოვსა და ტაშკენტში ჩავდიოდი, პელეც მინახავს მესხიც და გიორგი სიჭინავაც, რომელიც არაფრით ჩამორჩებოდა მაშინელდელ ბრაზილიელებს, მესხი კი პირველი იყო თავის პოზიციაზე, ასე, რომ ფეხბურთია ჩვენი თამაში, ქუჩის ფეხბურთით იზრდებოდნენ ტალანტები, პირველ სკოლასთან მეც გამიგორებია ასფალტზე ბურთი, ახლა ეს შეუძლებელია, ხელშეყყობაა საჭირო, მინდვრის მოედნები, სექციები, უფასო სწავლება სოფლებში ...
პატრიოტი
26 ივლისი 2024 17:51
2
კალაძეს ვინ გაუბედავდაო? ))) გვეღადავები? რაის კუთხურის ჩამომწოდებელი ან ჯარიმების შემსრულებელი იყო? ვინ მიუშვებდა ბურთთან? ))) რაც ითამაშა ნახევარზე მეტი სათადარაგო სკამი ხეხა. ნესტასთან და მალდინისთან ახლოსაც ვერ იყო. თუ ჯენოაში მაგათ დაასრულეს კარიერა და არა კალაძემ?))))) მაგათ გარდა კიდევ იყვნენ ავტორიტეტები მილანში, იგივე შევჩენკო მაგალითად, ოღონდ არავითარ შემთხვევაში კალაძე. დღეს ხვიჩა (რომელმაც სულ 2 სეზონი ითამაშა მხოლოდ) გაცილებით დიდი ავტორიტეტია, ვიდრე კალაძე მთელი თავისი კარიერის მანძილზე. ასევეა ნაკრებშიც. აი, რაც შეეხება ცნობადობას და მსოფლიო აღიარებას, აქ მგონი სადავოც არარერია. ჯერ მარტო ის რად ღირს შენს სახელს შვილებს რო დაარქმევენ მადლიერი გულშემატკივრები და თანაც პირველივე წელს.
ლაშა-ს
26 ივლისი 2024 17:15
17
ვაი შენს პატრონს კალაძემ მინიმუმ თამაშების 75% ძიღითადში იყო, თან ეგ ნესტას და მალდინის კონკურენტი არასოდეს ყოფილა ეგენი ცენტრში იდგა კალა მარცხენა ფლანგზე, თუ რომლიმეს ტრამვა ქონდა მაში კახა დაცვის ცენტრში იყო, თან კალაძე მილანის მესამე კაპიტანი იყო, რაც პატარა საქმე არაა.
ეეე
26 ივლისი 2024 17:43
27
ნაპოლის მთავარი პრობლემა ის იყო გასულ სეზონში, რომ თავად ფეხბურთელებმა ვერა და ვერ აღიარეს ხვიჩა ლიდერად, შური და ბოღმა უფრო იგრძნობოდა მათი მხრიდან, ვიდრე აღტაცება და სახარული, რომ მათ გვერდით ასეთი ოსტატი თამაშობდა, თორემ რას მივაწეროთ, როცა კვარა კუთხურზე ბურთს დებს ჩასაწოდებლად და ძღინკიანი პოლიტანო მოდის და გვერდზე სწევს ხვიჩას და თვითონ აწვდის, იგივე ხდებოდა ჯარიმების შესრულების დროს, ეს ხდებოდა აბსოლუტურად ყველა თამაშში. ეს გაუგონარი საქციელია, მითუმეტეს შარშანდელი წლის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელის მიმართ. ამიტომაა პატარა გუნდი ნაპოლი და მისი ზოგიერთი მოთამაშე პლინტუსზე პატარა. მე რასაც ვაკვირდებოდი დი ლორენცო, ოსტიგორი და კიდევ 1-2 იყო ისეთი, ვისაც გულით უხაროდა კვარას ულამაზესი გოლები. კონტემ უნდა მისცეს სრული კარტბლანში კვარას, კუთხურებზე, ჯარიმებზე, ზოგადად ყველაფერზე მეტი თავისუფლება და სილაღე სჭირდება კვარას. ერთადერთი ესაა გამამართლებელი კვარას ნაპოლიში დარჩენაში, რათა კიდევ უფრო დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს კონტეს ხელში.
SLR
26 ივლისი 2024 15:58
3
როცა გუნდში ავტორიტეტი არ გაქვს ვერც კონტე გიშველის და ვერც მოურინიო.აბა კალაძეს ვინმე გაუბედავდა ეგრე მოპყრობას?ამიტომ მწვრთნელებზე კი არ უნდა იყოს განაწყენებული საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და ლიდერის თვისებები უნდა გამოიმუშავოს.ნაკრებშიც ესე არაა?როცა გადამწყვეტი მომენტი იყო საბერძნეთან პენლების დროს,ტრამვა მოიმიზეზა და არც დაურტყამს.
ლაშა
26 ივლისი 2024 16:51
31
კვარა მოხეტიალე ფორვარდია.არავითარი დავალება არ სჭირდება.უნდა ჰქონდეს აბსოლუტური თავისუფლება.
დევი
28 ნოემბერი 2023 05:23
4
როგორც ყოველთვის, საუკეთესო კომენტარი. ზოგი რას წერს, თავად არ იცის
ჟორა გაბრიჭიძეე
27 ნოემბერი 2023 20:58
2
მე დიდი ხანია ვწერ, რომ ხვიჩა ამპლუით ცენტრფორვარდი უნდა იყოს, რადგან ამისთვის ყველაფერი აქვს. ურტყავს ორივე ფეხით, კარგად აჩერებს ბურთს და აქვს მშვენიერი დრიბლინგი. სხვა რა უნდა ცენტრში თამაშს?
ჟორა გაბრიჭიძე
27 ნოემბერი 2023 20:15
4
ბრწყინვალედ ხედავს მოედანს,პაუზის გრძნობა და აქვს შესანიშნავი პასი.რითი არაა,კლასიკური 10 ნომერი?ბოლო თამაშში,ჯერ მხოლოდ პირველ ტაიმში,5 ართმევა გააკეთა.მარჯვენა ფლანგიდანაც ძალიან სახიფათოდ უტევს...დიდი ტალანტია და თუ მოუხდება,ყველა,ან თითქმის ყველა პოზიციას გადაფარავს.
სოსო
27 ნოემბერი 2023 22:03
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული