კვარაცხელია კონტეს ხელში მაინც ითამაშებს სხვა პოზიციაზე? - ტაქტიკის შეცვლას მაშინ ამაოდ ველოდით...

AutoSharing Option
გასულ სეზონში "ნაპოლიში" ვალტერ მაცარის დანიშვნას იმედიანად შევხვდით - შედეგების გაუმჯობესების გარდა, ისიც გვეგონა, ტაქტიკური სქემა შეიცვლებოდა და ხვიჩა კვარაცხელიას  მხოლოდ ფლანგზე არ ვნახავდით. დასაწყისი ორივე მიმართულებით კარგი იყო, კრიზისში მყოფმა ნეაპოლელებმა მოიგეს, ხოლო "კვარამ"  ფორვარდის პოზიციიდან თავით, გამარჯვების გოლი გაიტანა.  ამას სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია (რამდენიმე გამონაკლისის გარდა). როგორც ამბობდნენ, პრეზიდენტ დე ლაურენტისის მოთხოვნით, გუნდი მხოლოდ 4 მცველითა და 3 შემტევით ასპარეზობდა. ეს საკითხი აქტუალური ისევ გახდა, რადგან "ნაპოლის" ახალი დამრიგებელი ანტონიო კონტე 3 უკანახაზელით თამაშობს.

Sportall.ge ზაფხულის შესვენების
დროს კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2023 წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნდა...

"ნაპოლის" მორიგი მატჩი მრავალმხრივი ყურადღების ქვეშ იყო - მწვრთნელის შეცვლა, კრიზისში მყოფი გუნდი და მოახლოებული რთული შეხვედრები. "ატალანტასთან" სტუმრად (2:1) გამარჯვებამ სათქმელიც ბევრი დააგროვა...

ვალტერ მაცარიმ დასახული ამოცანა წარმატებით გადაჭრა და მისთვის ახლა ეს მთავარი იყო, თუმცა, თუკი მწვრთნელსა და გუნდს მეტი სურთ, ამისთვის ბევრი რამის გათვალისწინება უნდა მოხდეს, მათ შორის, როგორც წინამორბედის, ასევე სპალეტის დროიდან. ჯერჯერობით რაც გამოჩნდა, "ნაპოლის" დამრიგებელი იმის დამტკიცებას აპირებს, რომ გუნდში ბოლოს მთავარი პრობლემა მწვრთნელი იყო და არა ტაქტიკური სქემა. შესაბამისად, ის, ფაქტობრივად, იმავე სისტემით აპირებს, ახლო წარსულის დიდებას დაუბრუნდეს. რა თქმა უნდა, ერთი მატჩი ყველაფერს ვერ გვეტყვის, მაგრამ თუკი მაცარის თავისი საყვარელი სქემის შემოტანა სურდა, როგორც იტყვიან, ამისთვის ალჩუზე დაუჯდა. რას ვგულისხმობთ? - მატიას ოლივერას ტრავმის შემდეგ გუნდი ნომინალური მარცხენაფლანგელის გარეშე დარჩა და ამ პოზიციაზე ამპლუით ცენტრში მოთამაშე ჟესუსი ვნახეთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი ფრთიდან შეტევაში დამხმარე, სივრცეების განმათავისუფლებელი არ ჰყავდა, ამავდროულად კი, ქართველს დაცვაშიც აქტიური მუშაობა უწევდა. არაოფიციალურად ისე გამოვიდა, ნეაპოლელები 3 ცენტრალური მცველით ასპარეზობდნენ, ხვიჩა კი მთელ ფლანგს აკონტროლებდა. უკვე ვიცით, რომ ყველაფერი ეს ქართველისთვის იდეალური არაა და შეტევაში გარკვეულ უნარებს ართმევს.

Sportall.Ge

თუკი ამპლუის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ვილი სანიოლის მოწადინებით, კვარაცხელია, როგორც ფორვარდი ვნახეთ - ძალიან ცივსისხლიანიც და შედეგიანიც. უნდა ვაღიაროთ, თავიდან ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად ვუყურებდით. ხვიჩამ ფორვარდის უნარები ამ შეხვედრაშიც გამოაჩინა, საჯარიმოში კარგად შევიდა, პოზიცია სწორად შეარჩია და გაიტანა. სულ ცოტა ხნის წინ აღვნიშნავდით, რომ "კვარას" გადამწყვეტი დარტყმების შესრულება რამდენიმე შეხვედრაში გაუჭირდა, მაგრამ ობიექტურად რომ გავაანალიზოთ, მთელი მატჩის განმავლობაში არაფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე გარემარბს, რომელიც ბევრ ენერგიას ხარჯავს, "ენდშპილში" გადამწყვეტი დარტყმისთვის იქნებ ძალებიც არ ჰყოფნიდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირიც კი იყო, მოედანზე ოსიმენის გამოჩენამდე მაინც, ჩვენებურს რატომ არ მიეცა საშუალება, მეტოქის საჯარიმოში ყველაზე შორს ემოქმედა. იგრძნობოდა, ახალი მწვრთნელი 77-ე ნომრის მნიშვნელობას ზუსტად იაზრებს და ბევრს აკეთებს იმისთვის, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბუთელს ყველა პირობა შეუქმნას, რათა მან მეტი სივრცე იპოვოს, ნახევარდაცვა შესაბამისად აათამაშოს (რაც მატჩის ძირითად ნაწილში პრობლემური იყო), თუმცა, ამ მხრივ, კიდევ უფრო მეტის რესურსი არსებობს...

ბოლო მოვლენების შემდეგ, მსაჯებთან თავშეკავებული კვარაცხელია ვნახეთ. ხვიჩას ფეხებში მართლაც ბევრი მოხვდა და ამას არბიტრებისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. ქართველი გარემარბი ფიზიკურად კარგ ფორმაშია, თუმცა ყველა ასეთი უხეშობა საფრთხის შემცველია. ამავდროულად, "კვარა" მაქსიმალურად უნდა ერიდოს ზედმეტი ემოციურობის გამოვლენას.
ამ დროს, გაფრთხილების საშიშროებას რომ შევეშვათ, ის უბრალოდ არასასურველი ენერგიით იმუხტება. ხვიჩა კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს და მაქსიმალურად მაღალი მიზნების დაპყრობა სურს. ნეაპოლელთა გამარჯვების გოლში გამართლებამაც თავისი წვლილი შეიტანა, მათი ახალი მწვრთნელის საქმიანობის შესაფასებლად კი ბევრი დრო გვექნება - წინ ურთულესი მატჩებია!..

altკვარაცხელიამ გაიტანა - "ნაპოლიმ" ბერგამოში მძიმე მატჩში გაიმარჯვა [VIDEO]

alt"მსგავსი სურათი ხვიჩასა და მის ძველ მწვრთნელზე არასდროს გვინახავს" - რა ფოტო ვრცელდება კვარაცხელიასა და მაცარის შესახებ [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 36 /
მთავარია სწრაფი თამაში ისწავლოს ერთი საათი რომ თამაშობს გაორებული თავით და ვერ გაუგია პასი როდის მისცეს და კარში როდის დაარტყას...ისეთი პოზიცია უნდა სადაც გაორება არ დაემართება და არ დაიბნევა
გიო
10:40 27-07-2024
1
მერე და სად წაიკითხე რომ კალაძე მალდინის ან ნესტას ადგილზე თამაშობდა? ))) აქ საუბარი ავტორიტეტობაზეა. კი ბატონო, შეიძლება ბოლოს მესამე კაპიტანიც იყო, მაგრამ ხომ ფაქტია რომ კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს? ეგ კი არა და გენუაშიც არ იყო სულ ძირითადში. სპორტალ, ფედერაციის და კალაძის ტროლ-ბოტზე კომენტარს რატომ არ მიქვეყნებთ?
ეეე-ს
19:38 26-07-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული