"ყასაბი" კვარაცხელიას წინააღმდეგ - იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ ხვიჩა კინაღამ დაასახიჩრეს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ატალანტასთნ" ჩინებულად ითამაშა, გოლი გაიტანა და უჩვეულოდ უემოციოდ აღნიშნა, რაც ალბათ, სანაკრებო დისკვალიფიკაციითაა გამოწვეული. ძალიან ეუხეშებოდნენ, რაზეც მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა და ქართველმა არ გააპროტესტა.

პირველ ტაიმში კვარაცხელია რამდენიმეჯერ ჯორჯო სკალვინიმ წააქცია, შეცვლაზე შესულმა 29 წლის ნიდერლანდელმა ჰანს ჰატებურმა კი "ესტაფეტა" გააგრძელა. ერთი სიტყვით, ხვიჩაზე "ყასბები" ნადირობდნენ და საბედნიეროდ, ტრავმას გადაურჩა.

Sportall.Ge

"კვარას" იტალიელი ჟურნალისტები გამოექომაგენ.

კარლო ალვინო: "მსაჯთა კომიტეტმა ყურადღებით უნდა ნახოს ეს მატჩი. ჰატებურმა კინაღამ დაასახიჩრა კვარაცხელია, ლამის კოჭ-წვივი მოსტეხა. ასეთ ფეხბურთელს ვამტვრევთ, შემდეგ კი ვტირით სერია A-ს
ტექნიკური სიღარიბის გამო".

პაოლო ძილიანი: "საბედნიეროდ, ჰატებური მოედანზე მხოლოდ 33-ე წუთზე შევიდა, შეხვედრის ორი მესამედის განმავლობაში კვარაცხელიაზე ფეხებში დაუნდობლად ჩარტყმის გარდა არაფერი გაუკეთებია. არბიტრს ის არც კი გაუფრთხილებია. როგორც ჩანს, სამსაჯო კორპუსში ფიქრობენ, რომ ხალხი სტადიონზე "კვარას" კი არა, ჰატებურის თამაშის სანახავად მიდის".

მკითხველის კომენტარები / 28 /
ქართველო ფეხბურთელები დაიხსომეთ ეს ნაბ....ი და მომავალში ფეხი გადაამტვრიეთ ორ ადგილზე @ არის მომენტები როცა შემთხვევით აბიჯებენ ტერფზე და ის არაკაცი დაქოქილი იყო ზუსტად იმაზე რომ როგორმე ფეხი მოეტეხა ხვიჩასთვის @ ნახეთ ის მომენტები განმეორებით რა ნაგლად იქცეოდა იმ დაბიჯებების მერე ბოდიშს ვინ ჩივის ამაყად და ვალმოხდილი ადამიანის სიფათით ბრუნდებოდა @@
zura222
18:18 27-11-2023
1
ხვიჩამ გოლი არ აღნიშნა იტალიელი, ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის გამო..
Vito
18:03 27-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული