"ყასაბი" კვარაცხელიას წინააღმდეგ - იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ ხვიჩა კინაღამ დაასახიჩრეს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ატალანტასთნ" ჩინებულად ითამაშა, გოლი გაიტანა და უჩვეულოდ უემოციოდ აღნიშნა, რაც ალბათ, სანაკრებო დისკვალიფიკაციითაა გამოწვეული. ძალიან ეუხეშებოდნენ, რაზეც მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა და ქართველმა არ გააპროტესტა.

პირველ ტაიმში კვარაცხელია რამდენიმეჯერ ჯორჯო სკალვინიმ წააქცია, შეცვლაზე შესულმა 29 წლის ნიდერლანდელმა ჰანს ჰატებურმა კი "ესტაფეტა" გააგრძელა. ერთი სიტყვით, ხვიჩაზე "ყასბები" ნადირობდნენ და საბედნიეროდ, ტრავმას გადაურჩა.

Sportall.Ge

"კვარას" იტალიელი ჟურნალისტები გამოექომაგენ.

კარლო ალვინო: "მსაჯთა კომიტეტმა ყურადღებით უნდა ნახოს ეს მატჩი. ჰატებურმა კინაღამ დაასახიჩრა კვარაცხელია, ლამის კოჭ-წვივი მოსტეხა. ასეთ ფეხბურთელს ვამტვრევთ, შემდეგ კი ვტირით სერია A-ს
ტექნიკური სიღარიბის გამო".

პაოლო ძილიანი: "საბედნიეროდ, ჰატებური მოედანზე მხოლოდ 33-ე წუთზე შევიდა, შეხვედრის ორი მესამედის განმავლობაში კვარაცხელიაზე ფეხებში დაუნდობლად ჩარტყმის გარდა არაფერი გაუკეთებია. არბიტრს ის არც კი გაუფრთხილებია. როგორც ჩანს, სამსაჯო კორპუსში ფიქრობენ, რომ ხალხი სტადიონზე "კვარას" კი არა, ჰატებურის თამაშის სანახავად მიდის".

მკითხველის კომენტარები / 28 /
იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება ამაზე. ფეხბურთი ძალოსნური სპორტი არაა და ერთ წლიან ტრავმებს რომ იკიდებენ ფეხბურთელები დიდი უსამართლობაა. ახლა ვინმემ მოძველებული და ჩამორჩენილი ტერმინი არ დამიწეროს, ფეხბურთი ბალეტი კი არაა ბიძი :))
Spain
22:22 26-11-2023
3
გულის ამრევია უკვე ეს ყველაფერი, გაფრთხილება კი არა, ჯარიმაც არ დადო. მარტო ხვიჩას არა, შეხედეთ როგორ იმეტებენ ერთმანეთს. ადამიანებმა დაკარგეს ადამიანობა, სამწუხაროდ. და კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ ეს ყველას ჰკიდია.
ლევანი
23:20 26-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული