რონალდოს ღირსეული საქციელი და გველესიანის მაღალი შეფასება - მათი გუნდების მატჩი 0:0 დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა, მეხუთე ტურში, გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ გასვლაზე „ალ ნასრს“ დაუზავდა - 0:0.

გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა, sofascore-ისგან 7.5 შეფასება დაიმსახურა, flashscore-ისგან კი - 7.1.

მასპინძელთა ლიდერმა რონალდომ 78-ე წუთამდე ითამაშა, მარცელო ბროზოვიჩმა და სადიო მანემ - შეუცვლელად. მე-2 წუთზე კრიშტიანო მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ პორტუგალიელმა უთხრა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა და თერთმეტმეტრიანი გააუქმებინა.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მცველის, ალი ლაჯამის გაძევების გამო მე-17 წუთიდან კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს.

E ჯგუფში
„ალ ნასრი“ 13 ქულით პირველ ადგილზეა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო „პერსეპოლისს“ 8 ქულა აქვს, მეორე პოზიცია გაინაღდა და პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად ჯგუფებში საუკეთესო სამ მეორეადგილოსანს შორის უნდა მოხვდეს. 5 დეკემბერს ირანული გუნდი, ბოლო ტურში, „ალ დუჰაილს“ უმასპინძლებს.

ერ-რიადი. „მრსუპ პარკი“
ალ ნასრი - პერსეპოლისი 0:0
გაძევება: ალი ლაჯამი (17, ალ ნასრი)

მკითხველის კომენტარები / 2 /
სადაც კვირკველიას იძახებენ, იქ გველესიანის ადგილიც არის ნაკრებში.
0
გველესიანი, გადრანი და არაბიძე განაცხადში მაინც უნდა მოხვდნენ!… იმედია ახლა მაინც შეამჩნევენ დინამოს ყოფილ მცველს და ამჟამად აზიის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს.
ლაშა
04:14 28-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული