ბუჩონის თქმით, შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვალტერ მაცარის ჩახუტება შესაძლოა ახალი ისტორიის დასაწყისი აღმოჩნდეს.
"მას შემდეგ, რაც "ატალანტასა" და "ნაპოლის" შეხვედრა ვიხილე, დავრწმუნდი, რომ ახალი ისტორია იწყება. 2-კვირიანი სანაკრებო შესვენების შემდეგ და გუნდთან ერთად გამართული რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვიხილავდით, თუმცა მაცარიმ შეგირდებს რამდენიმე განსხვავებული დავალება მისცა, რაც შესამჩნევი იყო.
ვალტერმა მატჩის შემდეგ
ჩემი აზრით, დე ლაურენტისმა 1 თვე დაკარგა, როდესაც ანტონიო კონტეს დაყოლიებას ჯიუტად ცდილობდა, კარგი იქნებოდა, რომ აურელიოს მაცარი გუნდის თავკაცად "ინტერთან" დაპირისპირებამდე გაცილებით ადრე დაენიშნა", - განაცხადა ბუჩონიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" "ინტერს" სერია A-ს მომდევნო ტურში 3 დეკემბერს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.
"კვარას" და "ნაპოლის" საუკეთესო დრო "რეალის" დასამარცხებლად? - "ბერნაბეუზე" საინტერესო მატჩია!..