"დაცვაში ძალიან უნდა მოვინდომოთ, რადგან მათ "კვარა" ჰყავთ" - რა თქვა კარვახალმა "ნაპოლისთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
ხვალ, 29 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, "რეალი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. ჟურნალისტებთან მატჩის წინ "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ და განაპირა მცველმა დანიელ კარვახალმა ისაუბრეს.

ესპანელმა ფეხბურთელმა ქართველი გარემარბი შეაქო და განაცხადა, რომ "კვარას" სახით თამაში ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოუწევს.

"თავს კარგად ვგრძნობ, თავდაჯერებული ვარ და სრულად ხვალინდელ მატჩზე ვარ ორიენტირებული. "ნაპოლისთან" დაცვაში ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ, რადგან მათ ჰყავთ ისეთი შემტევი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, ის ნამდვილი გარემარბია და მეტოქისთვის უდიდესი ხიფათის შექმნა შეუძლია. შემთხვევითი არ არის, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების
რიცხვი გაიზარდა, რადგან ძალიან გადატვირთული კალენდარი გვაქვს. ყოველ სამ დღეში თამაში ურთულესია.

"ნაპოლი" მაღალი დონის გუნდია, მათ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. ამიტომ ველოდებით, რომ მოედანზე უფრო დიდი მოტივაციითა და ენერგიით გამოვლენ. დარწმუნებული ვარ, ისინი გამარჯვებისთვის ითამაშებენ.

ანჩელოტის მომავალი? მწვრთნელის მომავალს შედეგები განსაზღვრავს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, კონტრაქტს ხვალვე გავუხანგრძლივებდი", - განაცხადა კარვახალმა.

შეგახსენებთ, C ჯგუფში "რეალი" 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება "ნაპოლის", "პარტენოპეი" 7 ქულით მეორე ადგილზეა. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

alt"სწორედ ამიტომ, მათი ჩახუტება ახალი ისტორიის დასაწყისია" - იტალიელმა ჟურნალისტმა მაცარისა და კვარაცხელიაზე ისაუბრა

alt"მადრიდული საღამო ხვიჩასთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, გასულ ზაფხულს ანჩელოტის მისი შეძენა სურდა - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

altიპოვეთ ერთი განსხვავება - ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის საოცარი ცრუ მოძრაობები და ულამაზესი გოლი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ერთი თამაში არაფერს წყვეტს..არც ნაპოლია შარშანდეკ დონეზე..მაგრამ მთელი გულით მინდა ისე ითამაშოს კვარამ როგირ ჩვევია..ლაღად და ეგებ თავის დროზე რომ ერთ გენიოსს წამოუდგა ბერნაბეუ ფეხზე ისე წამოუდგეს თავის მომავალ ვარსკვლავს..მიდი კვარა ყვეკა ქართველი გაგვახარე
კიეზა
20:07 28-11-2023
1
მიდი კვარა! რეალს გაუტანე❤️
ნინი
17:57 28-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული