ჩაკვეტაძე "უოტფორდს" გაურკვეველი ვადით გამოაკლდა

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ "უოტფორდის" ოფიციალურმა გვერდმა ქართველი გულშემატკივრისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. 

"უოტფორდი" ჩემპიონშიპის მე-18 ტურში "ნორვიჩს" მასპინძლობს, თუმცა აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მიიღებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს საზარდულის ტრავმა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს იუქმებს 24 წლის მოთამაშე.

შეგახსენებთ, "უოტფორდი" ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-15 ადგილზეა.

altჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" "ლესტერთან" დამარცხდა

alt"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

altგვეყოფა ეს თამაში ევროპისთვის? - ახალი ტაქტიკა, "ძველი" ჩაკვეტაძე და კვარაცხელია, რომელიც

დარჩა...
მკითხველის კომენტარები / 12 /
აი ეხლა, ამათ ჟურნალისტებიჰქვიათ? განაცხადში რომ არ იყო, მე დავოწყე ძებნა, რა მოვიდა მეთქი და ესენი საერთოდ რისი მქნისები არიან?
ლევანი
11:44 29-11-2023
0
ვინ დაგარქვა სპორტული ჟურნალისტი? გაურკვეველი იქნება ბიძიკო თუ არ გაარკვევ და კიდე, როცა ბიჭზე ამდენი ნეგატიური გამოცდილებაა დაგროვილი ხალხში და შენ ასეთ სათაურს ურთავ სტატიას და უმატებ იგივე ნეგატივს, ვინ ხარ მტერი ხომ არ ხარ ამ ბიჭის?! სხვამ თუ შეძლო და გაარკვია ტრამვა სერიოზული რომ არაა და ერთ კვირაში ვარჯიშს გააგრძელებსო, ესეიგი არ ყოფილა შეუძლებელი გაგება.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული