ჩხუბი ნამატჩევს - რატომ გახდა აზაროვი დასამშვიდებელი?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში "შახტარმა" "ანტვერპენს" 1:0 სძლია და პლეი-ფში გასასვლელად 14 დეკემბერს სტუმრად "პორტუს" დამარცხება სჭირდება. გუშინ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ჩხუბი მოხდა, რომელშიც აზაროვმაც მიიღო მონაწილეობა და თანაგუნდელებმა დაამშვიდეს.

მოედნის ცენტრში დონეცკური გუნდის ცენტრალური მცველი ვალერი ბონდარი წაიქცა. მსაჯმა "მეშახტეთა" მეკარე დმიტრი რიზნიკს ყვითელი ბარათი უჩვენა, მეტოქე გუნდის თავდამსხმელ არნბომ მუიას კი - წითელი.

ბონდარმა ნამატჩევს ua-football-თან სიტუაცია განმარტა: "იანსენთან ბურთზე ბრძოლისას პენალტი არ ყოფილა. ოდნავ მხარზე წავავლე ხელი, მაგრამ იქ არაფერი არ იყო. ის ბევრს დარბოდა,
პროვოცირებდა. არ ვიცი, რატომ დამდევდა, შეიძლება მაისური უნდოდა? VAR-მა ნახა და გადაწყვიტა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მართლა ასე იყო. საფინალო სასტვენის შემდეგ 11-მა ნომერმა (მუიამ) მოირბინა, აზაროვის მისამართით ინგლისურად შეურაცხმყოფელი სიტყვების ყვირილი დაიწყო. იქაც ის იანსენი იყო. გავარდნენ, ქულაც ვერ აიღეს და ეტყობა, გაღიზიანებულები იყვნენ. რა თქმა უნდა, პროვოცირება და ჩვენთვის ხასიათის გაფუჭება უნდოდათ.

ორ კვირაში მნიშვნელოვანი დაპირისპირება გვაქვს. ასეთი შანსი მოგვეცა და პორტუგალიაში მოსაგებად მივდივართ. ამისათვის ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელი უნდა გავაკეთოთ. არავინ ელოდა, თუ ბოლო ტურამდე პლეი-ოფში გასასვლელად ვიბრძოლებდით. ეს ისტორიული შედეგია".

მკითხველის კომენტარები / 9 /
არ მინახავს შახტარის და არც პორტოს თამაშები, მხოლოდ ცოტა შევხედე შახტარს ბარსელონასთან და მგონია რომ ჯგუფიდან გავა და შემდეგ ეტაპსაც გადალახავს :)
გიორგი11
21:03 29-11-2023
1
Შახტიარი არა ბახტიარია ძმაო.
Ტიპმა გუნდის სახელწოდება არ იცი ფეხბურთს არჩევ.კაცმა რო გკითხოს იქნებ სანიოლზე მეტი იცი კიდეც ფეხბურთში და ნაკრების მწვრთნელობა ისურვო
სოსოს-ს
19:02 29-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული