ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა დაზიანება სანაკრებო მატჩისას, ესპანეთის წინააღმდეგ მიიღო, კლუბში ჩატარებული თამაშის შემდეგ კი ვარჯიში ტკივილის გამო ვეღარ შეძლო. სამედიცინო დასკვნამ საზარდულის კუნთის ანთება აჩვენა.
Geo Team-ის ინფორმაციით, დაზიანება სერიოზული არაა და "უოტფორდის" ქართველი შემტევი ვარჯიშს კვირის ბოლომდე განაახლებს.