გარსია: "რეალის" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ კვარაცხელია მოხვდებოდა

AutoSharing Option
დღეს, 29 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, "ნაპოლი" "რეალს" ესტუმრება. ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ის ჟურნალისტმა ხორხე გარსიამ აღნიშნულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ბლანკოსის" ძირითად შემადგენლობაში "პარტენოპეის" რიგებიდან მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია მოხვდებოდა.

"ჩემი აზრით, "ბერნაბეუზე" გამართული მატჩი ფრედ დასრულდება. ეს შედეგი ორივე გუნდისთვის მისაღები უნდა იყოს. "რეალი" ახლა რთულ სიტუაციაშია, მათ უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ.

სიმართლე გითხრათ, ესპანეთში შოკირებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ აურელიო დე ლაურენტისმა არჩევანი რუდი გარსიაზე გააკეთა; მით უმეტეს, სპალეტის ბრწყინვალე გამარჯვებებისა და გულშემატკივრებთან ასეთი
ქიმიის შექმნის შემდეგ, გამიკვირდა, რომ მომდევნო სეზონში მწვრთნელის სკამზე რუდი გარსია ვიხილეთ. აი, მაცარიმ თავისი საქმე უდავოდ კარგად იცის (იცინის).

მოხვდებოდა თუ ვერა რომელიმე "ნაპოლის" ფეხბურთელი "რეალის" ძირითად თერთმეტეულში? ეჭვიც არ მეპარება, რომ კვარაცხელია ამას შეძლებდა. მართალია, ვინისიუსი მის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა ვფიქრობ, ისინი ზოგჯერ ადგილებს გაცვლიდნენ, ვინისიუსი მარცხნივ და "კვარა" მარჯვნივ. წარმოგიდგენიათ, როგორი დუეტი იქნებოდა?", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, "რეალისა" და "ნაპოლის" შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

altკარვახალი კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებულად ემზადება - "რეალის" მცველმა მატჩის წინ ქართველზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 12 /
მართალია ეს კაცი.
გფფ
30 ნოემბერი 2023 14:04
0
ოსიმენზე კარგი თავდამსხმელი ვინ ჰყავს რეალს?
Rezo
29 ნოემბერი 2023 21:19
0
ოლივეირას ურუგვაი რასაც უშვება არგენტინას და ბრაზილიას, ეგ მხოლოდ ვალვერდეს დამსახურებაა მაგის აზრით?
sul2
29 ნოემბერი 2023 21:15
0
რისი თქმა გინდათ, ოლივეირას დამსახურებაა?
დათო
29 ნოემბერი 2023 21:42
1
მე რუდი გასია მეგონა D
zura222
29 ნოემბერი 2023 20:26
0
როგორ არ5 დაიᲦალეᲗ ამდენი ფანტაზიიᲗ?)
ლაᲨა
29 ნოემბერი 2023 19:50
14
თქვენ დაღლა გეტყობათ წერაში:)))
ლაშას
29 ნოემბერი 2023 22:40
0
ძალიან სასიამოვნოა ასეთი მაღალი შეფასება ხვიჩაზე! უდიდესი წარმატებები მას!
ვახო...
29 ნოემბერი 2023 17:53
2
მოხერხებულად არის სათაური შერჩეული))
გიო
29 ნოემბერი 2023 17:29
2
მართალია ეს კაცი.
გფფ
29 ნოემბერი 2023 17:13
2
კვარა თავის ადგილზე და ვინისიუსი ნაპოლიში
ქართველი
29 ნოემბერი 2023 16:32
4
როგორც არის დღეს, ისე იყოს.
დავით 67
29 ნოემბერი 2023 18:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული