"თუ გადაწყვიტა, რომ მოგებისთვის ყველაფერი უნდა გაიღოს, მას ვერც ერთი მცველი ვერ შეაჩერებს" - ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა საკუთარი თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ნიგერიელის თქმით, როცა "კვარა" გადაწყვეტს, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღოს, არ არსებობს მცველი, რომელიც ქართველის შეჩერებას მოახერხებს.

"ის გამაოგნებელი ტალანტია. როდესაც გადაწყვეტს, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთოს, არ არსებობს მცველი, რომელიც მის შეჩერებას მოახერხებს.

ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ხვიჩამ ზუსტად იცის, მოედნის რომელ მონაკვეთში ვიმყოფები და ზუსტი გადაცემებით მამარაგებს", - განაცხადა ოსიმენმა @Obionepodcast-ის ეთერში.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ მატჩს დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "რეალის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის
დროით 23:55 საათზე დაიწყება.

altგარსია: "რეალის" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ კვარაცხელია მოხვდებოდა

altკარვახალი კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებულად ემზადება - "რეალის" მცველმა მატჩის წინ ქართველზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 16 /
კვარადონა უკვე კარგავს ნელ-ნელა ფორმას და სავარაუდოდ ასე თუ გააგრძელა 2 წელიწადში იჯარით უკრავენ თავს მონცაში ან ვერონაში :)
გულშემატკივარი
10:58 30-11-2023
10
სასაცილოა ფანატიზმი.. უბრალოდ დაითვალეთ რამდენჯერ დაკარგავს ყვიჩა დღეს ბურთს - ერთი, 20-ჯერ ალბათ ))
OjimaN1
22:34 29-11-2023
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული