პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "რეალთან" 1:2 მარცხდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ გასვლაზე „რეალთან“ 1:2 მარცხდება.

ეს რაღაც ფანტასტიკა გახლდათ - ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის კერპი გუნდის, „რეალის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“.

სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი დი ლორენცომ სიმეონეს მიაწოდა და მან ლუნინის კარი დალაშქრა. თუმცა როდრიგომ მალე ანგარიში გაათანაბრა, ბელინგემმა კი მადრიდელები წინ გაიყვანა. მარცხენა მცველების, ოლივეირას და მარიო რუის არყოფნაში ხვიჩას ჟუან ჟეზუსი სათანადო დახმარებას ვერ უწევდა. ქართველი მაინც გაექცა მცველებს, კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთს ალაბა გადაეღობა და
პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ნაპოლი
გოლები: 0:1 სიმეონე (90), 1:1 როდრიგო (11), 2:1 ბელინგემი (22)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლობოტკამ თამაშს უკლო. ზელინსკის ტრამვირების შემდეგ, რეალმა მთლიანად აიღო ცენტრი.ხვიჩამ ამ მატჩში ასე მგონია რომ დაისვენა. ასე არ გამოვა თუ მართლაც რომელიმე გრანდში უნდა გადასვლა.
რეალი ორი თავით მაღლა დგას ნაპილისთან შედარებით.
ჟორა
02:06 30-11-2023
3
კმარა კვარა ვარდნა
Robert22
02:01 30-11-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული