პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "რეალთან" 1:2 მარცხდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ გასვლაზე „რეალთან“ 1:2 მარცხდება.

ეს რაღაც ფანტასტიკა გახლდათ - ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის კერპი გუნდის, „რეალის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“.

სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი დი ლორენცომ სიმეონეს მიაწოდა და მან ლუნინის კარი დალაშქრა. თუმცა როდრიგომ მალე ანგარიში გაათანაბრა, ბელინგემმა კი მადრიდელები წინ გაიყვანა. მარცხენა მცველების, ოლივეირას და მარიო რუის არყოფნაში ხვიჩას ჟუან ჟეზუსი სათანადო დახმარებას ვერ უწევდა. ქართველი მაინც გაექცა მცველებს, კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთს ალაბა გადაეღობა და
პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ნაპოლი
გოლები: 0:1 სიმეონე (90), 1:1 როდრიგო (11), 2:1 ბელინგემი (22)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ხელების შლა (თან ტრუხაზე) როგორ არ უხდება ამ ბიჭს.
მეგრელი
01:08 30-11-2023
4
ხვიჩა კარგია. არ ვარ რეალის გულშემატკივარი, მაგრამ ნაპოლისთან შედარებით რეალი სათამაშო ხარისხის საზომია, უკეთესად ვერ ვიტყვი. ხვიჩას რო ეგეთი კოლეგები ჰყავდეს გაფრინდებოდა. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს კონკრეტულ თამაშში, ნაპოლიმ თავისი თამაში თუ იპოვა მაგარ წინააღმდეგობას გაუწევს. ვნახოთ.
გიორგი
01:05 30-11-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული