როდრიგო: მე, "კვარას" და ბელინგემს ამის გაკეთება შეგვიძლია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის "რეალმა" "ნაპოლი" 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ბლანკოსის" შემტევმა როდრიგომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის, კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი ჯუდ ბელინგემი მსოფლიო ფეხბურთის მომავალი არიან.

"ნაპოლი" "ბერნაბეუზე" უფრო კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე ჩვენს პირველ მატჩში, რომელიც ნეაპოლში გაიმართა. კვარაცხელია და ოსიმენი? შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ჩვენ, ბელინგემთან ერთად, მსოფლიო ფეხბურთის მომავლის შექმნა შეგვიძლია", - განაცხადა როდრიგომ.

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად
ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

alt"შეძლებს თუ ვერა "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლას? - რა განაცხადა ანჩელოტიმ

alt"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - ვალტერ მაცარი

alt"მსაჯს რიუდიგერი უნდა გაეძევებინა" - იტურალდე გონსალესის აზრით, "რეალის" ფეხბურთელმა განზრახ იუხეშა

მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორ მინდა ეს სამეული ვიხილო..შენს პირს შაქარი როდრიგო..
კიეზა
14:36 01-12-2023
2
ხვიჩა დაცვაში რისი მაქნისია?! სულ ტყუილად ახარჯინებენ ენერგიას და მერე დაღლილი თავდასხმაშიც არაეფექტური ხდება.
Ზაზა
21:45 30-11-2023
1

სიახლეები პოპულარული