"რუდიგერმა ცხოვრება გაურთულა... გადამწყვეტ მომენტში ბრწყინვალე შანსი გაანიავა" - რას წერს იტალიური პრესა "კვარაზე'

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "რეალმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

იტალიური გამოცემები 22 წლის გარემარბის თამაშს მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებენ, გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"თავდაპირველად ჩვეული სიჯიუტით დაიწყო, გუნდმა უპირატესობა მისი პასით მოიპოვა, თუმცა ამის შემდეგ ჩაიკარგა, მის გამო გუნდმა ორი არაჩვეულებრივი შანსი გაანიავა", - Footballnews24 - 5.5 ქულა.

"დი ლორენცოს ულამაზესი გადაცემა გაუკეთა. თავის მხრივ, იტალიელმა სიმეონეს გაატანინა. ნეაპოლელების შეტევებს სწორედ კვარაცხელია წარმართავს. თუმცა გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ანგარიში 2:2
იყო, ბრწყინვალე შანსი გაანიავა", - Eurosport-ი - 6.5 ქულა.

"ცდა არ დაუკლია, მუდამ გამწვავებას ცდილობდა. პირველი გოლი მისი აქტიურობის შემდეგ გავიდა, გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს და ეს დასაფასებელია", - Calcionapoli1926 - 6 ქულა.

"მართალია, გოლი მის აქტიურობას მოჰყვა, მაგრამ კარგი შანსები გაანიავა", - Calciomercato 6 ქულა.

"რეალმა" რუდიგერს მადლობა უნდა გადაუხადოს, გერმანელი საკუთარი გამოცდილებით კვარაცხელია თამაშიდან გათიშა და ქართველს ცხოვრება გაურთულა", - Tuttomercatowebი - 5.5 ქულა

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

alt"შეძლებს თუ ვერა "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლას? - რა განაცხადა ანჩელოტიმ

alt"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - ვალტერ მაცარი

alt"ნაპოლი" "რეალთან" დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის [VIDEO]

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 18 /
ერთი კარგი მწვრთნელი და ჩვენს ხვიჩას ბადალი არ ეყოლება. ნაპოლიში ეს გამორიცხულია, ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო. ახალი გუნდი და მეგამწვრთნელი.
ასეა ეს!
14:58 01-12-2023
5
გასაგებია რომ ჩვენია და გვიყვარს.გვინდა ყველაფერში გავამართლოდ მაგრამ იმას ვერ გავექცევით შარშან იტალიაში ჩარტერული რეისებით დავფრინავდით ქართველები მისი თამაშის სანახავად.წელს აღარ დავფრინავთ.ე.ი. ისე ვეღარ თამაშობს.
ამაშია საქმე
13:47 01-12-2023
3

სიახლეები პოპულარული