"რუდიგერმა ცხოვრება გაურთულა... გადამწყვეტ მომენტში ბრწყინვალე შანსი გაანიავა" - რას წერს იტალიური პრესა "კვარაზე'

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "რეალმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

იტალიური გამოცემები 22 წლის გარემარბის თამაშს მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებენ, გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"თავდაპირველად ჩვეული სიჯიუტით დაიწყო, გუნდმა უპირატესობა მისი პასით მოიპოვა, თუმცა ამის შემდეგ ჩაიკარგა, მის გამო გუნდმა ორი არაჩვეულებრივი შანსი გაანიავა", - Footballnews24 - 5.5 ქულა.

"დი ლორენცოს ულამაზესი გადაცემა გაუკეთა. თავის მხრივ, იტალიელმა სიმეონეს გაატანინა. ნეაპოლელების შეტევებს სწორედ კვარაცხელია წარმართავს. თუმცა გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ანგარიში 2:2
იყო, ბრწყინვალე შანსი გაანიავა", - Eurosport-ი - 6.5 ქულა.

"ცდა არ დაუკლია, მუდამ გამწვავებას ცდილობდა. პირველი გოლი მისი აქტიურობის შემდეგ გავიდა, გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს და ეს დასაფასებელია", - Calcionapoli1926 - 6 ქულა.

"მართალია, გოლი მის აქტიურობას მოჰყვა, მაგრამ კარგი შანსები გაანიავა", - Calciomercato 6 ქულა.

"რეალმა" რუდიგერს მადლობა უნდა გადაუხადოს, გერმანელი საკუთარი გამოცდილებით კვარაცხელია თამაშიდან გათიშა და ქართველს ცხოვრება გაურთულა", - Tuttomercatowebი - 5.5 ქულა

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

alt"შეძლებს თუ ვერა "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლას? - რა განაცხადა ანჩელოტიმ

alt"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - ვალტერ მაცარი

alt"ნაპოლი" "რეალთან" დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის [VIDEO]

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 18 /
ერთი კარგი მწვრთნელი და ჩვენს ხვიჩას ბადალი არ ეყოლება. ნაპოლიში ეს გამორიცხულია, ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო. ახალი გუნდი და მეგამწვრთნელი.
ასეა ეს!
01 დეკემბერი 2023 14:58
5
გასაგებია რომ ჩვენია და გვიყვარს.გვინდა ყველაფერში გავამართლოდ მაგრამ იმას ვერ გავექცევით შარშან იტალიაში ჩარტერული რეისებით დავფრინავდით ქართველები მისი თამაშის სანახავად.წელს აღარ დავფრინავთ.ე.ი. ისე ვეღარ თამაშობს.
ამაშია საქმე
01 დეკემბერი 2023 13:47
3
არა შარშან ახალი ხილი იყო. წელს მივეჩვიეთ.
მფრინავი
01 დეკემბერი 2023 14:14
1
რეალთან ხვიჩას მომენტების ვიდეო
https://youtu.be/7en0Iig-Xu8?si=U4z7hRAxJtyIWrCg
ქ. გ.
01 დეკემბერი 2023 06:34
2
გასული სეზონის სერიას ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ამის მერე ოქროს ბურთის ნომინანტებში იყო, ბევრი წერს კვარაზე და აქებს, იქ მესი წამომდგარა სპეციალურად მისთვის და ხელი ჩამოურთმევია და ა.შ. ეს ყველაფერი ძნელია ფეხბურთელზე არ აისახოს და სპორტსმენში თვითტკბობა არ გამოიწვიოს, მითუმეტეს ქართველში და მითუმეტეს ჯერ კიდევ არაპროფესიონალ სპორტსმენში, არაპროფესიონალში ვგულისხმობ სპორტსმენს რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გამომუშავებული გარკვეული უნარ ჩვევები, ანუ დისციპლინა. რეალთან იყო მომენტები როდესაც კვარა ბურთს ისე აგორავებდა, თითქოს ჭ კლასის გუნდს ეთამაშებოდა. და ასევე, უნდა გადაეჩვიოს მსაჯთან გაპროტესტებას იმ ფორმით, ძალიან ადვილად შეუხლია თავი ხელში აიყვანოს თუ მოინდომებს, უბრალოდ ძაან თვალში საცემია და მის ავტორიტეტზე და ხალხის სიმპატიებზე მის მიმართ, კარგად არ აისახება
იკა
01 დეკემბერი 2023 02:23
3
ესაა რეალური შეფასებები, სოლიდური გამოცემების და მედიის. ფლეშსკორი და სოფასკორი აღარ ახსენოთ, სირცხვილია!
ტარიელი
01 დეკემბერი 2023 01:41
1
გადახედეთ კვარას საიდან დაიწყო თამაშები მესის არმისდიოდა ხოლმე ..გადახედეთ რეალის შემადგენლობას მერე ნაპოლის და .ათ გამოცდილებებს კვარაა ისაო რო გაიძახით ტელევიზორიდან მარტივია არაა??პენალტი თუ დაგირტყავთ როდესმე 7მეტრიამ კარში??საღოოლ კვარიუუს კარგი ბიჭი ხაარ
ზურა
01 დეკემბერი 2023 01:36
6
რეალის ახალგაზრდა მოთამაშეებმა აჩვენეს, როგორ უნდა ითამაშოს ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელსაც ოქროს ბურთზე პრეტენზია ექნება. ძალიან ბევრი აქვს ხვიჩას ამ დონემდე დასახვეწი და დიდი იმედი მაქვს, რომ მუშაობს ამაზე. ნაპოლიც გაჩერებულ ფეხბურთს თამაშობს და ხვიჩაც ძალიან ხშირად იღებს წელს ბურთს გაჩერებული, მოქმედებს დაბალ სიჩქარეზე, სადაც მისი განეიტრალება ორი მცველით მარტივდება. ცალკე საკითხია საჯარიმოს გარედან ფინიშინგი. უფრო და უფრო იშვიათად გამოსდის შორიდან დაყენებული და ზუსტი გასროლები, ამით თავისივე შექმნილ მომენტებს ხშირად აფუჭებს. იმედი მაქვს, მაცარიც უკეთესად გამოიყენებს ხვიჩას თვისებებს და იმისიც, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ მინუსებს, დილეტანტები, იმაზე ბევრად მეტს ხედავს თვითონ და თავისი გარემოცვა.

ოჯახურ მდგომარეობას რაც შეეხება, ეგ არავისი საქმე არაა და ამაზე ტლიკინი აზრს და მორალს მოკლებულია.
ლაშა
30 ნოემბერი 2023 22:17
2
სიმართლე ისაა,რომ რუდიგერი გასაგდები იყო, იმ ნაბიჭვარმა მსაჯმა თავი დაიბრმავა.
ვალოდია ჯინჭარაძე
30 ნოემბერი 2023 21:22
5
რაც ოსიმენი გამოუშვეს,კარში დარტყმაზე აღარც ფიქრობდა.მხოლოდ მას ხედავდა და მისკენ უშვებდა პასს.ამის გამო,ორჯერ დასარტყმელი პოზიციიდან,არ დაარტყა და მისკენ პასის გაგზავნით,მომენტები გაანიავა.მატჩის ბოლო მეოთხედში,ნაპოლიმ,ანგარიშის დაჭერა სცადა და დაცვაში ჩამჯდარმა,რა თქმა უნდა გაუშვა.მერე კი,უკვე გვიან იყო.ძალა აღარ ჰქონდათ.
სოსო
30 ნოემბერი 2023 20:43
2
კიდევ გავიმეორებ, ხვიჩას არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია რუბინიდან დაწყებული. ძალიან ვგულშემატკივრობა და მიხარია რომ ამდენს მიაღწია მაგრამ არის რაღაცეები რაშიც მუშაობა სჭირდება ბევრია. პირველი - საჯარიმოს გარედან დარტყმა და"პოდიომის" ხმარება და ფეხის ყველა მხრიდან დარტყმის სიზუსტე და არა მარტო შიდა ფეხით ჩახვევები. მეორე - სისწრაფე რატომღაც მოაკლდა და ასევე გამძლეობაზეც ბევრი აქვს სამუშაო, ბევრს დასეირნობს ან მესამე - კიდეზე დგომას უნდა შეეშვას და უფრო ხშირად იცვალოს ადგილი, ბურთი მოძრაობაში უნდა მოითხოვოს იმათ კარისკენ და არა თავის კარებისკენ სახით როდესაც უკვე ამოკეტილია. მეოთხე - ცოლი კარგია, მაგრამ შვილო ჯერ რა გინახავს? ნაადრევია, მოეცადა ასე 28 წლამდე რა საჩქარო იყო? ახალგაზრდა კაცი შუა ევროპაში ხარ გეიხედ გამოიხედე პაწა, თვალი გაახარე და დანარჩენიც...
რეალთან ორი გოლი მისი დაკარგული ბურთის შემდგომ გავიდა, როდესაც ძალიან აღოღიალა ეს ბურთი უმიზნოდ, თავიც ვერ ასწია რომ პასი დროულად გაეკეებინა. ერთ ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა მე თუ მკთხავთ.
მესმის რეალია და ამხელა სტადიონი რომელიც ფეხბურთის სალოცავია და ბევრი წნეხი ჰქონდა, თან თავის ფლანგზე ორივე დამცველი დამთვრეული ცენტრალური დამცველი მათ ადგილზე რომელიც უფრო მოუქნელია და ნაკლებად მოძრავი. არა უშავს შემდეგი ამაში ოიგო გავიდნენ შემდეგ ეტაპზე და ყველაფრის შეცვლა შეიძლება შემდგომ.
წარმატებები და ველი შემდგომ თამაშებს.
simartle
30 ნოემბერი 2023 19:17
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული