მატჩი მართლაც ლამაზი სანახავი გამოდგა. მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ და სტუმრებმა ბრობის გოლებით ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრეს, რომელსაც საგოლე გადაცემები ბერგეისმა გაუკეთა. შესვენების შემდეგ ობამეიანგმა ულამაზესი მაკრატელათი ისევ წინ გაიყვანა ფრანგული გუნდი. 63-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის ბერგეისი გააძევა და ამსტერდამელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, თუმცა არ დანებდნენ და შეცვლაზე შესულმა აკპომმა თანაფარდობა აღადგინა. მერე ბრობიმ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. ბოლოს ამსტერდამელთა მეკარე რამაიმ პენალტი "აიკიდა, "ობამ" ჰეთ-თრიკი შეასრულა და გამარჯვება თავის გუნდს
ამსტერდამული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.
B ჯგუფიდან "ბრაიტონი" და "მარსელი" გავიდნენ, აეკ-ი 4 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "აიაქსი" 2 ქულით მეოთხეზეა და 15 დეკემბერს, ბოლო ტურში, ბერძნულ გუნდს უმასპინძლებს.
მარსელი. „ველოდრომი“
მარსელი - აიაქსი 4:3
გოლები: 1:0 ობამეიანგი (9, პენ), 1:1 ბრობი (10), 2:1 მბემბა (26), 2:2 ბრობი (30), 3:2 ობამეიანგი (47), 3:3 აკპომი (79), 4:3 ობამეიანგი (90+3, პენ)
გაძევება: ბერგეისი (63, აიაქსი)