"ნაპოლის" და კვარაცხელიას დღეს რთული მატჩი აქვთ - შეხვედრა წარსულთან...

AutoSharing Option
შესანიშნავ ფორმაში მყოფმა მილანის "ინტერმა" "დაამუხრუჭა" და უკანასკნელ ორ მატჩში ვერ გაიმარჯვა; ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პირველობა სათუო თუ გახადა, იტალიაში ლიდერობა "იუვენტუსს" გადაულოცა. არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფი "ნაპოლი" მილანელებს "სტადიო მარადონაზე" დაუხვდება - დღეს, 3 დეკემბერს, 23:45 საათზე. გუნდებს შორის სხვაობა 8 ქულაა.

ვალტერ მაცარის დაბრუნება "ატალანტასთან" ცოტათი იღბლიანი გამოდგა და გამარჯვებით (2:1) დასრულდა. თავის დროს ნეაპოლიდან ის სწორედ "ინტერში" გადავიდა და ამის შემდეგ სამწვრთნელო კარიერაც თავდაყირა დაუდგა.

Sportall.Ge

მილანელები ნეაპოლში გამარჯვებას იშვიათად ახერხებენ, ფრე კი საკმაოდ ხშირად ყოფილა - სტადიონისთვის სახელის
შეცვლამდეც და მის შემდეგაც. არადა, "ინტერმა" ბოლო 11 გასვლითი მატჩიდან 9 მოიგო და საშუალოდ 2.4 გოლი გაიტანა. გასულ, საჩემპიონო სეზონში, "ნაპოლიმ" ორიდან ერთი მატჩი ყველა გუნდს მოუგო და მათ შორის "ინტერსაც". როცა იანვრის დასაწყისში სიმონე ინძაგის გუნდმა (1:0) გაიმარჯვა, თითქოს "კვარას" გუნდის საჩემპიონო შანსებმა მოიკლო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მათთვის სასურველი სცენარით წარიმართა.

ნეაპოლელებს პიოტრ ზელინსკი დააკლდებათ, რაც ელიფ ელმასის სასტარტოში ყოფნას უნდა ნიშნავდეს. კვლავ პრობლემაა მარცხენა მცველთან დაკავშირებით და იმედია, ვალტერ მაცარი ისევ ჟუან ჟესუსს არ ენდობა, რომელიც ამ პოზიციაზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ხვიჩა კვარაცხელიას შეტევითი პოტენციალიც მცირდება.

ლაუტარო მარტინესი ძალიან სახიფათოა. ის ჰოლანის, კეინისა და მბაპეს შემდეგ, ტოპლიგებში კარში ყველაზე ხშირად ურტყამს და 13 გოლი აქვს. კალენდარულ წელში არგენტინელზე შედეგიანი "ინტერში" მხოლოდ თანამემამულე დიეგო მილიტო და კრისტიან ვიერი იყვნენ. მილანელთა დაცვაში პავარი და ბასტონი არ იქნებიან. კვარაცხელიასთან დარმიანი და დუმფრისი იმოქმედებენ. შეხვედრას მასა განსჯის.

altრატომ არ ჰქონდა საუკეთესო მატჩი კვარაცხელიას და რაა საჭირო მეგატრანსფერისთვის - მწვრთნელი ვერაფერს ცვლის...

alt"კვარაცხელია "ბერნაბეუმ" შეაშინა" - იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 36 /
ხვიჩა ყველა ქაეთველს უყვარს, ყველანი მოუთმენლად ველოდებით მის თამაშებს, ადრე გვქონდა საშუალება, უბრალო სტუდენტებსაც კი. ქართველების საყურებლად ტაშკენტში. მოსკოვში გადავფრენილივავით, გვენახა მესხი, მეტრეველი, ბარქაია, სიჭინავს, მათი ბევრი თვისების გამოყენება არ აწყენდა ხვიჩას -- სიჭინავას "ნაგლობა", ბარქაიას ჭკუით თამაში, მიშას აფეთქებები და აქეთ-იქით მიყრილი მცველები, შემდეგ თაობასაც ნუ დავივიწყებთ- ფეხბურთის დიდოსტატებს- ყიფიანს, შენგელიას, გუცაევს, გარდა ფეხბურთისთვის საჭირო სხვა თვისებებისა, მათი უშიშრობა და ინტელექტია გამოსაყოფი და მისაბაძი, ეს ყველაფერი, როგორც წესი, 25 წლის ასაკში მოდის, ასე იქნება ხვიჩას შემთხვევაშიც, ვაცალოთ ...
პატრიოტი
13:57 03-12-2023
2
ნაპოლიმ უნდა ილოცოს რომ არ წააგოს, მოგება კი სასწაულის ტოლფასი იქნება, ინტერმა თუ თავისი თამაში აჩვენა ნაპოლი წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, უძალიანესად რაც მინდა ეს ხვიჩას გოლია+პასი, ანგარიში ? 2-3
გუსანი
12:45 03-12-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული