მამარდაშვილის კარგმა თამაშმა "ვალენსია" "ჟირონასთან" მარცხისგან ვერ იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეთხუთმეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ჟირონასთან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმრები 82-ე წუთამდე 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ მატჩის ბოლოს გიორგი მამარდაშვილის კარი კრისტიან სტუანიმ ორჯერ დალაშქრა, კატალონიურ გუნდს გამარჯვება მოუპოვა და გაალიდერა.

მამარდაშვილმა მეორე ტაიმში ორჯერ იხსნა თავისი გუნდი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი, როდესაც ალეიშ გარსიას დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია.

sofascore-მა გიორგის თამაში 6.9 ქულით შეაფასა, whoscored-მა 6.5-ით, ხოლო flashscore-მა 6.1-ით.

„ვალენსია“ 19 ქულით მეათე ადგილზეა, 6 დეკემბერს სტუმრად თასზე მესამე დივიზიონის „აროსას“ შეხვდება, ხოლო 9 დეკემბერს პრიმერაზე „ხეტაფეს“.

ჟირონა. „მონტილივი“
ჟირონა -
ვალენსია 2:1

გოლები: 0:1 დურო (56), 1:1 სტუანი (82), 2:1 სტუანი (88)

მკითხველის კომენტარები / 3 /
არაფერი ხიფათი, ვალენსიას არ ემუქრებოდა.ჟირონას არაფერი გამოსდიოდა,მაგრამ მწვრთნელმა,დამატებითი მცველი გამოუშვა და თამაშიც აერიათ.ოთხი კაცის გასაკეთებელი,ოთხმა კაცმა უნდა გააკეთოს.მეხუთე ზედმეტია.ჯერ ვალენსიას დაცვის ორგანიზაცია მითხარით და მერე,მასში,დამატებითი წევრის ჩაკვეხება.
სოსო
20:36 02-12-2023
1
Sashineli gundia es valensia raa..ase shetevis gareshe tamashi ra ubedurebaa..baraxac kargi "avtobusis mdzgoli" agmochnda..
L.J .
19:37 02-12-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული